ლევან ხაბეიშვილის შეფასებით, გიგი უგულავას დაკავება იმის მაგალითია, თუ როგორ დევნის ხელისუფლება პოლიტურ ოპონენტებს

„ნაციონალური მოძრაობის” წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხდებით, გიგი უგულავას დაკავება არის მაგალითი იმისა, თუ როგორ დევნის ხელისუფლება პოლიტურ ოპონენტებს.

მისი თქმით, “ეს იყო ცალსახად პოლიტიკური გადაწყვეტილება”.

“საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოში არ ვცხოვრობთ, რომელშიც სამართლებრივად წყდება საკითხები და პროკურორი - პროკურორია, მოსამართლე - მოსამართლეა და პოლიციელი -პოლიციელი. აქ ერთი კაცია

პოლიციელიც,პროკურორიც და მოსამართლეც და ეს არის ბიძინა ივანიშვილი.

ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია შეთანხმებულია იმაზე, რომ ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ დევნიან პოლიტიკურ ოპონენტებს. ამას მოყვა საერთაშორიო გამოხმაურებაც. კინზინგერმა გააკეთა განცხადება და შავით თეთრზე დაწერა, რომ ეს არ არის დემოკრატია. ჩვენი მეგობრები ამაზე მეტს ვერ გააკეთებენ, დანარჩენი არის ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი ხალხია გასაკეთებელი. ეს გასაკეთებელი მდგომარეობს იმაში, რომ რაც შეიძლება მალე მილიარდერი რუსი ოლიგარქი, რომლიც ჩამოყალიბდა სასტიკ რეჟიმად, უნდა მოვიშოროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ უფრო მძიმე რეალობაში აღმოვჩნდებით იმიტომ, რომ ამ ადამიანს პოლიტიკური დევნის გარდა, არ შეუძლია არაფერი. ვერ ქმნის ქვეყანაში ვერც ეკონომიკურ დოვლათს, ვერც სოციალური მიმართულებით გამოირჩევა. არ არის სფერო, რა მიმართულებითაც შეიძლება გამოირჩეოდეს. ერთადერთი რაც გამოსდის, ეს არის პოლიტიკური ოპონენტების დევნა. ის, რომ ბიძინა ივანიშვილი საერთაშორისო დონის აფერისტია 2012 წლის შემდეგ კარგად იცოდა ქართველმა ხალხმა მისი დაპირებებიდან და შესრულებული საქმიანობიდან გამომდინარე. მას შემდეგ, რაც პროპორციულ არჩევნებს დაპირდა, არამარტო ქართველ ხალხს, არამედ საერთაშორისო დონეზეც იპრანჭებოდა, პროპორციულ არჩევნებს მივაღწიეო და შემდგ გადააგდო მთელი ცივილიზებული სამყარო, ყველამ კარგად გავიგეთ, რომ ეს კაცი აფერისტია. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ოპოზიცია მაინც ცდილობდა, რომ რაიმე შედეგს მიეღწია და ხელისუფლებას არ ეთქვა დესტრუქციულია ოპოზიციაო, ვხედავთ, რომ ოპოზიციური ლიდერი პირდაპირ მაგიდიდან აგვაწაპნა. ამ ადამიანებთან მოლაპარაკებას არანაირი აზრი არ აქვს”,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა. გიგი უგულავა ე.წ. მატროსოვის ციხეშია გადაყვანილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა