დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა - თუ საპატრიარქო არ ჩაერევა, სასამართლო შუამდგომლობას დააკმაყოფილებს და დეკანოზს სასჯელი გადაუვადდება

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე მიიჩნევს, რომ თუ საპატრიარქო არ ჩაერევა, თბილისის საქალაქო სასამართლო შუამდგომლობას დააკმაყოფილებს და დეკანოზს სასჯელი გადაუვადდება.

როგორც მამალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი ძმის მდგომარეობა მძიმეა და ამას ექსპერტიზებიც ადასტურებს.

„სამი წელია უკვე გასული, რაც უკანონო პატიმრობაში იმყოფება ჩემი ძმა და ამ სამი წლიდან ის ერთი წელი პარალიზებულია.

არაერთი ექსპერტიზა ჩატარდა და მიუთითებს ეს ექსპერტიზები, რომ ჩემი ძმა არის ავად, თავად ციხის ექიმებიც მიანიშნებენ, რომ ჩემი ძმის მდგომარეობა რთულადაა.

აქედან გამომდინარე, თუკი საპატრიარქო არ ჩაერევა ამ მომენტში, სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით, ვფიქრობთ, რომ გაათავისუფლებენ, რადგან სასამართლოს არ დარჩება სხვა გზა, რომ არ გამოუშვას და არ მოგვეცეს საშუალება, რომ ვუმკურნალოთ”, - განაცხადა მამალაძემ.

ცნობისთვის, EMC თბილისის საქალაქო სასამართლოს შუმდგომლობით მიმართავს და დეკანოზის გამოჯანმრთელებამდე სასჯელის გადავადებას მოითხოვს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა