არმაზ ახვლედიანი - იმდენად დიდია ჩემი სოლიდარობა გიგი უგულავას მიმართ, რომ მზად ვარ, სიმბოლურად დავიკავო მისი ადგილი იმ ვადით, ვიდრე ის გამოვა

„ქართული ოცნების“ ყოფილი პოლიტიკური მდივანი არმაზ ახვლედიანი მიიჩნევს, რომ გიგი უგულავას დაკავებით „ივანიშვილისეული, წინასაარჩევნო ტერორი საქართველოში“ დაიწყო. არმაზ ახვლედიანი „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ გიგი უგულავას დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.

არმაზ ახვლედიანის თქმით, გიგი უგულავა მხოლოდ პირველი მსხვერპლია, რომელსაც ადამიანურად, პოლიტიკურად და მოქალაქეობრივად უცხადებს სოლიდარობას.

„იმდენად დიდია ჩემი სოლიდარობა ახლა უგულავას მიმართ, რომ მე მზად ვარ სიმბოლურად დავიკავო მისი ადგილი იმ ვადით, ვიდრე ის გამოვა ციხიდან. მე მიმაჩნია, რომ ასე თავხედურად და უტიფრად ოპონენტს არ უნდა მოექცე. შენ უნდა იცოდე როდესაც ივანიშვილი ხარ, რომ ეს უბრალოდ ბუმერანგივით არ დაგიბრუნდება, ეს დაგიბრუნდება ისე მწარედ, რომ შემდეგ აღმოჩნდები საცოდავ მდგომარეობაში,“ - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

მან ბიძინა ივანიშვილისა და ასლან აბაშიძის პარალელებზეც ისაუბრა. „უგულავას დაპატიმრებით და ყველა შეთანხმების გადახაზვით ივანიშვილმა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ხიდი ააფეთქა და ჩატეხა ვიდრე ასლან აბაშიძემ. ეს არის ხიდი საქართველოსა და ცივილიზებულ სამყაროს შორის, ის ეთამაშება ისეთ ცეცხლს, რომ მსგავსი პოლიტიკური თამაში არავის თავში აზრადაც არ მოსვლია. ასეთი პოლიტიკური თავხედობა რასაც ივანიშვილი ჩადის, არავის ჩაუდენია. მე მჯერა, რომ პოლიტიკური ოპოზიცია საქართველოში გადადგამს ადეკვატურ და მტკიცე ნაბიჯებს. არავითარი მოლაპარაკება ახლა არ შეიძლება,“ - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო