რომან გოცირიძე გიგი უგულავას განაჩენზე - ეს არის არნახული, უხამსი, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული გადაწყვეტილება

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, გიგი უგულავას წინააღმდეგ უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი არის არნახული, უხამსი და ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული გადაწყვეტილება.

გოცირიძის თქმით, საქართველოში პოლიტიკური რეპრესიები გრძელდება.

„რიგში არიან კიდევ მრავალი სხვა პოლიტიკოსები და ამ პოლიტიკური რეპრესიის სპეცრაზმი საქართველოში არის სასამართლო სისტემა. ეს ის უღირსი მოსამართლეები არიან, რომელთა დამტკიცების წინააღმდეგ ვიბრძოდით მთელი ნახევარი წლის განმავლობაში პარლამენტში. ვაფრთხილებდით საზოგადოებას, რომ ეს 20 მოსამართლე საიდანაც შეირჩა, ეს 14 ზონდერი, უზენაეს სასამართლოში სულ მალე გამოავლენდა თავის თავს. აი, პირველივე შანსი მიეცათ და მიიღეს აღმაშფოთებელი, უკანონო გადაწყვეტილება, როდესაც მართულმა პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლომაც კი ვერ გაბედა გიგი უგულავასთვის განსხვავებული სასჯელის მისჯა, უზენაესმა სასამართლომ უკვე გასამართლებული ადამიანი გაასამართლა ხელახლა. ეს არის არნახული, უხამსი, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული გადაწყვეტილება. ეს არის პირდაპირი ნიშანი იმისა, რომ ივანიშვილის ნებისმიერი დავალებების შემსრულებლები საბოლოო ჯამში გახდნენ სასამართლო, პროკურატურა და სხვა სამართალდამცავი ორგანოები“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისი თქმით, შემდეგი შეიძლება იყოს ნებისმიერი, ვინც ბიძინა ივანიშვილს არ მოეწონება ან საფრთხედ მიიჩნებს.

შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა განუსაზღვრა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს