რომან გოცირიძე - როცა აშშ-ს ელჩი გაცნობით შეხვედრას აწყობდა, გიგი უგულავას იმ დღესვე დაპატიმრება საერთაშორისო თანამეგობრობისთვის სილის გაწვნა იყო

როდესაც მოლაპარაკება მიდის, როდესაც ამერიკის ელჩი გაცნობით შეხვედრას აწყობდა საკუთარ რეზიდენციაში, გიგი უგულავას იმ დღესვე დაპატიმრება საერთაშორისო თანამეგობრობისთვის სილის გაწვნა იყო და ისინი ასეთ რამეს არ პატიობენ, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე გიგი უგულავას დაპატიმრებას.

მისი შეფასებით, საქართველო რომ ავტორიტარიზმის გზას ადგას უკვე ეჭვი არავის ეპარება.

„საერთაშორისო გამოხმაურება, რა თქმა უნდა, უმძიმესი იქნება. უკვე არავის ეპარება ეჭვი, რომ საქართველო ავტორიტარიზმის გზას ადგას. შეარცხვინა, თავს ლაფი დაასხა ბიძინა ივანიშვილმა ყველა იმ ადამიანს, თუნდაც იქ, ამერიკის კონგრესში აქედან ჩასულ მარიონეტებს. პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი ან ვინმე რაიმე გადაწყვეტილებას რომ არ იღებს, ყველამ კარგად იცით. დღეს ისინი არიან, ხვალ ისევე მოისვრიან, როგორც ნახმარი ხელთათმანივით გადააგდეს პრემიერ-მინისტრები და ძალიან ბევრი ადამიანი „ქართული ოცნებიდან“. ესენი არიან პაიკები. მაგრამ, როდესაც მოლაპარაკება მიდის, როდესაც ამერიკის ელჩი გაცნობით შეხვედრას აწყობდა საკუთარ რეზიდენციაში, გიგი უგულავა იმ დღესვე დააპატიმრეს. ეს ამავე დროს სილის გაწვნა იყო საერთაშორისო თანამეგობრობისათვის. ასეთ რამეს არ პატიობენ, დაისჯება ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, დაისჯება არჩევნების გზით, სასტიკად დამარცხდება. ხოლო იმ შემთხვევაში თუკი არჩევნების გაყალბებას შეეცდება, მაშინ ძალიან მძიმედ დამთავრდება, მაგრამ არჩევნების გაყალბებას თუ რა მოსდევს ყველგან, მათ შორის საქართველოში და რა მოუვიდა ასლან აბაშიძეს, ყველამ კარგად გავიხსენოთ“,-განაცხადა რომან გოცირიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა