„აიპლიუსი" ვალენტინობისთვის მომხმარებლებს აქციებს სთავაზობს

Apple-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში „აიპლიუსი" ვალენტინობისთვის მომხმარებლებს აქციებს სთავაზობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „აიპლიუსიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, 14 თებერვლის ჩათვლით შეძენილ ნებისმიერ პროდუქციაზე სპეციალური ფასები იმოქმედებს. iPhone-ების და Samsung-ის შეძენას მომხმარებლები 550 ლარამდე ფასდკლებით შეძლებენ. აქციები შეეხება როგორც ახალ iPhone 11/11Pro/11 Pro Max-ს ასევე კლასიკურ მოდელებს iPhone 7, iPhone XR, iPhone XS. მომხმარებლებს 14 თებერვლამდე iPhone-ების შეძენა 550 ლარამდე ფასდაკლებით შეეძლებათ. ვალენტინობის აქციის ფარგლებში ასევე ვრცელდება სხვადასხვა საჩუქრები და შეთავაზებები.

სპეციალური ფასდაკლებები გავრცელდება Beats-ის, JBL-ის, Anker-ის, PS4-ისდა X box-ის პროდუქციაზეც.

„ვალენტინობას ყველაზე გაყიდვადი მოდელი წითელი iPhone 11 და iPhone XR-ია. ასევე პოპულარულია XS და iPhone 7, ამიტომ ყველა ამ მოდელის შეძენა მომხმარებლებს სპეციალურ ფასად შეეძლებათ. გარდა iPhone-ებისა აქცია შეეხება Samsung-ის და Xiaomi-ის პროდუქციასაც. ასევე გვექნება 50%-მდე ფასდაკლებები ორიგინალ აქსესუარებზე, ბრონირებულ დამცავებზე, ჩასადებებზე და ტექნიკურ სერვისზე“, - განაცხადა „აიპლიუსის“ ჭავჭავაძის ფილიალის მენეჯერმა, გიორგი ჩიხრაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - „ქართული ოცნების“ ეკონომიკური პროგრამა გაცილებით უფრო მოკრძალებული, მაგრამ, ამავდროულად, გაცილებით უფრო რეალისტურია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2020
რევაზ კოპალაძე - ქვეყნებში, სადაც გულშემატკივრობენ საქართველოს, მტკივნეულად აღიქვამენ სახელმწიფოს ჩარევას „კავკასუს ონლაინის“ სამეწარმეო თავისუფლებაში