ანა ნაცვლიშვილი თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

„ლელო საქართველოსთვის“ წევრი ანა ნაცვლიშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიიდან აცნობეს, ანა ნაცვლიშვილი გენერალურ პროკურატურაში მოსამართლე გიორგი არევაძის, ვანო ზარდიაშვილისა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადების შეტანის თაობაზეა დაბარებული.

ნაცვლიშვილი თბილისის პროკურატურაში დღეს, 17:00 საათზეა დაბარებული.

ცნობისთვის, 17 იანვარს, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში პარტია „ლელო საქართველოსთვის” წევრებმა კახა კოჟორიძემ და ანა ნაცვლიშვილმა მოსამართლე გიორგი არევაძის, ვანო ზარდიაშვილისა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადება შეიტანეს და გამოძიების დაწყება მოითხოვეს.

კახა კოჟორიძის ინფორმაციით, „მთავარი არხის” ეთერში გავიდა სიუჟეტი, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ მოსამართლე გიორგი არევაძე ვანო ზარდიაშვილთან ერთად ღამის საათებში იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან კაბინეტში, სადაც გადაწყდა ის საკითხი, რომ გიორგი არევაძე ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით თვითაცილებას გააკეთებდა. გარდა ამისა, კოჟორიძის განცხადებით, ნიკა გვარამიამ ისაუბრა იმაზე, რომ შესაძლებელია ამ შეხვედრაზე საუბარი ყოფილიყო ასევე ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის