ადვოკატი - დღეს გიგი მოვინახულეთ, ის არის მხნედ და არის ბევრად უფრო თავისუფალი, ვიდრე ივანიშვილის მანტიამოსხმული ჯამბაზები

გიგი უგულავა არის ბევრად უფრო თავისუფალი, ვიდრე ბიძინა ივანიშვილის მანტიამოსხმული ჯამბაზები - თადუმაძე, გაბინაშვილი, შავლიაშვილი თუ სხვა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს" მსჯავრდებული წევრის, გიგი უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განუცხადა.

ბექა ბასილაია ე.წ. მატროსოვის ციხეში გიგი უგულავას მოსანახულებლად იყო მისული. როგორც ადვოკატი აცხადებს, უგულავა მხნედ არის.

„გიგი მოვინახულეთ, ის არის მხნედ. გიგი არის ბევრად უფრო თავისუფალი, ვიდრე ბიძინა ივანიშვილის მანტიამოსხმული ჯამბაზები თადუმაძე, გაბინაშვილი, შავლიაშვილი თუ სხვა.

გიგი არის განწყობილი ისეთივე მტკიცედ, როგორც იყო ის ორი დღის წინ, თავისუფლებაში", - განაცხადა ბასილაიამ.

მისივე განმარტებით, გიგი უგულავას საქმეს სტრასბურგის სასამართლოში წაიღებენ, მანამდე კი უზენაესი სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება უნდა ჩაიბარონ.

ამასთან, როგორც ადვომატი განმარტავს, ნიკა გვარამიასა და მასთან ერთად ბრალდებული პირების სასამართლო პროცესიც იმ პოლიტიკური დევნის ნაწილია, რაც მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა დაანონსა.

შეგახსენებთ, რომ უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავას 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა