გიორგი ვოლსკი უგულავაზე - ბიუჯეტის ხელის ხლება სერიოზული დანაშაულია და ასეთი დანაშაულისთვის ბევრი ხალხია დასჯილი, მათ შორის, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები

„დასავლეთში და განსაკუთრებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან კარგად იციან, რომ ბიუჯეტის ხელის ხლება სერიოზული დანაშაულია, იმდენად დიდი, რომ ის გათანაბრებულია ყველაზე მძიმე დანაშაულთან და ასეთი დანაშაულისთვის საკმაოდ ბევრი ხალხია დასჯილი, მათ შორის, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები. რასაკვირველია, პროკურატურას ამ თემასთან დაკავშირებით, ვერ ექნებოდა კომპრომისი ვერანაირად, რომელი პროკურატურაც არ უნდა ყოფილიყო. მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში“,- ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან გააკეთა.

გიორგი ვოლსკის განცხადებით, გიგი უგულავას საქმე 2013 წლიდან არ შეჩერებულა. ანალოგიური ბრალდებით, თუმცა გაცილებით ნაკლებ თანხებთან დაკავშირებით, დაკავებული არიან ასევე ხელისუფლების წარმომადგენლები და ამ საქმესთან დაკავშირებით, პროკურატურა კომპრომისს ვერ დაუშვებდა.

„მე, დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ ეს საქმე არ შეჩერებულა 2013 წლიდან მოყოლებული და ამასთან დაკავშირებით, პროკურატურა სხვას ვერაფერს გააკეთებდა. გამომდინარე იქედან, რომ გვარების დასახელება არ მინდა, მაგრამ კონკრეტული ქალაქის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე თუ მოადგილეები დაკავებულები არიან გაცილებით ნაკლები თანხის გაფლანგვის გამო და შესაბამისად, პროკურატურა კომპრომისს ვერ დაუშვებდა იმის გამო, რომ იქ პოლიტიკური თემაც რასაკვირველია, არსებობს. დაძაბულობის თავიდან აცილება იმ მეთოდით, რომ თვალი დაეხუჭა საგამოძიებო სტრუქტურას 50 მილიონის გაფლანგვაზე, ესეც არ დარჩებოდა უყურადღებოდ და დამიჯერეთ, სწორედაც ეს იქნებოდა საზოგადოებაში ძალიან სერიოზული მსჯელობის საგანი. განსაკუთრებით, სწორედ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენელი მაღალჩინოსნების ოჯახის წევრებში და ახლობლებში, რომლებიც დაკავებული არიან გაცილებით ნაკლები თანხის გაფლანგვისთვის. ასე რომ აქ საერთაშორისო გამოცდილებაც აშკარად მიგვითითებს, რომ კომპრომისი ამ თემაზე პოლიტიკური გარემოებების გამო არ შეიძლება იქნეს დაშვებული“,-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

როგორ გაართვა თავი განათლების სისტემამ სწავლების დისტანციურ რეჟიმს? - პირველი სემესტრის შედეგებს განათლების მინისტრის მოადგილე აჯამებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.01.2021
პაატა ცაგარეიშვილი  - საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები იმ შემთხვევაში აღმოჩნდება საფრთხის ქვეშ, თუ სომხეთი ახლო მომავალში შეძლებს გახდეს სატრანზიტო ქვეყანა
D ვიტამინის გავლენა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე