მამუკა მდინარაძე კინზინგერის განცხადებაზე - მეც ვეთანხმები, რომ სასამართლოს იარაღად გამოყენება დემოკრატია არ არის - ეს ჩვენს ქვეყანაში არ ხდება, ეს ხდებოდა 2012 წლამდე

მეც ვეთანხმები, რომ სასამართლოს იარაღად გამოყენება დემოკრატია არ არის, ეს ჩვენს ქვეყანაში არ ხდება. ეს ხდებოდა 2012 წლამდე, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ კონგრესმენ ადამ კინზინგერის განცხადებას გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით, სადაც კონგრესმენი ამბობს, რომ „სასამართლოს იარაღად გამოყენება დემოკრატია არ არის".

მისივე თქმით, „ქართული ოცნების" ხელში სასამართლო პოლიტიკური იარაღი არ არის.

„ნებისმიერ ჩვენს კოლეგას, ეს იქნება უცხოეთში, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს თუ ა.შ, ყველას ვეტყვი, მთელი პასუხისმგებლობით, სასამართლო პოლიტიკური იარაღი „ქართული ოცნების" ხელში არ არის და საქართველოში ასე არ იქნება არასდროს. ეს ხდებოდა 2012 წლამდე. ჩვენ წარსულშიც ვნახეთ, რომ სამწუხაროდ, არასწორი ინფორმაციის საფუძველზე, კონკრეტული განცხადებები გაკეთდა და შემდეგ რამდენიმე დღის წინანდელი განცხადებები ვნახეთ აბსოლუტურად პოზიტიური და განსხვავებული. სამწუხაროა, რომ ასეთი პრეცედენტი კიდევ დაფიქსირდა, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან, რომ მსგავსი პრეცედენტი იყოს შემცირებული და მინიმუმამდე დაყვანილი", - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, თუ ვინმეს ექნება პრეტენზია ამ საქმეზე სასამართლოსთან დაკავშირებით, შეუძლია მიმართოს ევროპულ სასამართლოს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს