გიორგი ვაშაძე - კონგრესიც და სენატიც ყველანაირად დაგვიჭერს მხარს, თუმცა გადაწყვეტილება ქართველმა ხალხმა უნდა მიიღოს

ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გიგი უგულავას დაკავებას გამოეხმაურა, სადაც განაცხადა, რომ „სასამართლოს იარაღად გამოყენება დემოკრატია არ არის“ „ახალი საქართველოს“ თამვჯდომარე, გიორგი ვაშაძე ადამ კინზინგერის განცხადებას ეხმაურება და განმარტავს, რომ გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ ქართველმა საზოგადოებამ უნდა მიიღოს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველოდან“ აცნობეს.

ვაშაძის თქმით, ოპოზიციას კონგრესმენები ყველანაირად მხარს დაუჭერენ.

„ვიღაცას ეგონა, რომ ოდნავ შერბილებული იყო კინზინგერის წინა განცხადება, რაც მან გააკეთა, ახლა ეს განცხადება არის და უარესი გემუქრებათ. მაგრამ მოქალაქეებს და საზოგადოებას მინდა მივმართო, ყველაფერი ჩვენს ხელშია და არა კინზინგერის, არა კონგრესის, არა სენატის. ისინი ყველანაირად მხარს დაგვიჭერენ, მაგრამ გადაწყვეტილება ჩვენ უნდა მივიღოთ. ან შიმშილი, უბედურება და სამუდამო მორჩილება, ან გამარჯვება, აღმშენებლობა და წინსვლა“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა