გია ვოლსკი - ყოველთვის მქონდა ეჭვი, რომ მოლაპარაკებები ჩვენი ოპონენტების ამოცანა არ იყო

ყოველთვის მქონდა ეჭვი, რომ მოლაპარაკებები ჩვენი ოპონენტების ამოცანა არ იყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას მოლაპარაკებები აწყობს.

„შეიძლება, ზოგიერთი პოლიტიკოსი ფიქრობდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა" და მის სატელიტებს მოლაპარაკებები აწყობთ. შეთავაზება 130/20 უსაფუძვლო და შეუსაბამოა ვენეციის კომისიის დასკვნებთან. შავით თეთრზე წერია, რომ რეგიონების უსამართლო გადანაწილება არ უნდა მოხდეს და პროპორციულობა უნდა დავიცვათ. დამატებითი ეჭვი ჩნდება, რომ ვიდრე წინ გიგი უგულავას თემა წამოვიდოდა, განზრახვა იყო, რომ ეს მოლაპარაკებები არ შემდგარიყო. ხელისუფლებას მოლაპარაკებები აწყობს. არჩევნების ჩატარება აწყობს და საზოგადოების დიდი ნაწილის მხარდაჭერის იმედი აქვს. სწორედ ეს ანალიზი გაკეთდა ჩვენი ოპონენეტების ბანაკში და ამ ანალიზიდან გამომდინარე დაასკვნეს, რომ არჩევნების გზით, პერსპექტივა არ გააჩნიათ", - განაცხადა ვოლსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა