გრიგოლ ვაშაძე - „ქართული ოცნების“ განზრახვების ამოცნობა მედიცინის ცალკე დარგია, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ პოლიტიკური დევნა და დაპატიმრებები გიგი უგულავაზე არ დამთავრდება

„ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ოპოზიცია საპროტესტო აქციების ტალღის აგორებას აპირებს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ხელისუფლების დამარცხებისთვის კიდევ ერთი გამოსავალი მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატების წარდგენაა.

„სამართლებრივი უმსგავსობის შემდეგ, რაც გუშინ ხელისუფლებამ გააკეთა, ოპოზიციას რჩება ორი ერთდროული გამოსავალი. პირველი - საპროტესტო აქციების ტალღის აგორება, რაც შეიძლება მასშტაბური და რაც შეიძლება ისეთი, სადაც საქართველოს მოქალაქე გამოხატავს თავის აზრს. მეორე - დაწყებული გვაქვს ჩვენ თბილისის მაჟორიტარულ ოლქებზე საუბარი და შემდეგ გადავალთ სხვა ოლქებზე.

აუცილებად უნდა დავამარცხოთ ეს ხელისუფლება, იმიტომ, რომ ყველაზე რეპრესიულ რეჟიმებსაც კი ნაკლები პოლიტპატიმარი ჰყავს, ვიდრე დღეს ჰყავს ოლიგარქიულ რეჟიმს”,- განაცხადა ვაშაძემ.

შეკითხვაზე, ხომ არაა მოსალოდნელი, რომ ოპოზიციის სხვა ლიდერებიც დააკავონ, ვაშაძემ განაცხადა, რომ „პოლიტიკური დევნა და დაპატიმრებები გიგი უგულავაზე არ დამთავრდება”.

„ქართული ოცნების” განზრახვების ამოცნობა მედიცინის ცალკე დარგია, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ რეპრესიები, პოლიტიკური დევნა და დაპატიმრებები გიგი უგულავაზე არ დამთავრდება“, - განაცხადა ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა