გია ვოლსკი სააკაშვილის განცხადებაზე - არ მგონია, ციხეზე ლაპარაკი ადეკვატური იყოს იმ ადამიანისგან, რომელმაც ციხე წამების მუზეუმად აქცია

არ მგონია, ციხეზე ლაპარაკი ადეკვატური იყოს იმ ადამიანისგან, რომელმაც ციხე აქცია წამების მუზეუმად, - ასე შეაფასა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ მიხეილ სააკაშვილის განცხადება. მისივე თქმით, სააკაშვილის გამოსვლები „კლოუნადას“ დაემსგავსა.

"ვინ რას დაემსგავსა არ ვიცი, მაგრამ თვითონ სააკაშვილი რას დაემსგავსა, ეს არის საინტერესო და როგორ აფასებენ მას თავისივე თანაგუნდელები. „კლოუნადას“ დაემსგავსა საერთოდ მისი გამოსვლები, განცხადებები და ციხეზე ლაპარაკი არ მგონია, რომ ადეკვატური იყოს იმ ადამიანისგან, რომელმაც ციხე აქცია წამების მუზეუმად. და ესეც გაგრძელდებოდა რომ არა პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილება. 25 ათასი პატიმარი იყო თუ 26 ათასი, მათ შორის, ნახევარზე მეტი დაავადებული იყო ტუბერკულიოზით და „ც“ ჰეპატიტით. დღეს გაცილებით ნაკლებია. რაც შეეხება პოლიტპატიმრების საკითხს, ადამიანი შეიძლება ეკუთვნოდეს პოლიტიკურ პარტიას, მაგრამ როცა იარაღით ხელში ( ცეცხლსასროლი იარაღი არ მაქვს მხედველობაში) იბრძვის რომ შემოიჭრას საკანონმდებლო ორგანოში, არ მგონია, რომ პირველ რიგში, მისი პოლიტიკური პარტიისადმი კუთვნილება იყოს მნიშვნელოვანი", - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გიგი უგულავას დაკავების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინს ბევრად ნაკლები პოლიტპატიმარი ჰყავს რუსეთში, ვიდრე ივანიშვილს - საქართველოში. „სულ მალე კი „მატროსოვი" გარდაიქმნება პოლიტპატიმრების მუზეუმად, იმ პოლიტპატიმრების, ვინც აშენებდა ქართულ სახელმწიფოს და ამის გამო აგებინეს მათ პასუხი“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა