ნათია თურნავა - დაინტერესებულ ბიზნესს უკვე დღეიდან შეუძლია გაეცნოს წიაღისეულის ლიცენზიების ჩვენ მიერ გამოცხადებულ 100 პარალელურ აუქციონს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 11 თებერვლის 12:00 საათიდან, ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულია წიაღის ათვისების ლიცენზიების ასი პარალელური აუქციონი და დაინტერესებულ ბიზნესს შესაძლებლობა აქვს, დეტალურად გაეცნოს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში შერჩეულ და მომზადებულ საინვესტიციო პაკეტებს, რომლებიც არამხოლოდ წიაღისეულის მოპოვებას, არამედ, უმეტეს შემთხვევაში, მათ ადგილზე გადამუშავებასაც ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, დღეს მარნეულში გამართულ პრეზენტაციაზე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ დამსწრე საზოგადოებას პროგრამის „ასი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ახალი კომპონენტი წარუდგინა, რომელიც საქართველოში არსებული სხვადასხვა წიაღისეულის ათვისებას ითვალისწინებს.

„ახალი ინიციატივა - წიაღისეულის ლიცენზიების ასი პარალელური აუქციონი, ერთი მხრივ, ემსახურება ბიზნესის განვითარებას, ხოლო მეორე მხრივ ემსახურება მიზანს, რომ წიაღის გადამუშავებით შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი და ისეთი კონკურენტული პროდუქცია, როგორიც არის ჩვენი საშენი მასალა, კერამიკა, წყალი, ბალნეოლოგიურ კურორტებზე განვითარებული მინერალური წყლის საბადოები და ა.შ. ასევე ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ საკუთარი საშენი მასალა დომინირებდეს ჩვენს ბაზარზე, ჩვენი წიაღისეული პროდუქცია იყოს გაცილებით უფრო კონკურენტუნარიანიო, ვიდრე იმპორტირებული და საექსპორტო ბაზრებზე დაიმკვიდროს თავისი ღირსეული ადგილი“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ცნობისთვის, პროგრამის „ასი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ წიაღისეულის ახალი კომპონენტის პრეზენტაცია დღეს მარნეულში, ბაზალტის საბადოს მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა და მას საქართველოს მინისტრთა კაბინეტის და პარლამენტის წევრები, ასევე ბიზნესასოციაციების და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ახალი კომპონენტის დეტალური პრეზენტაცია დამსწრე საზოგადოებას ეკონომიკის სამინისტროს წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, მაია ზავრაშვილმა წარუდგინა. პროგრამის გაფართოება და მის ფარგლებში წიაღისეულის ასი სალიცენზიო პარალელური აუქციონის გამოცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით განხორციელდა.

ზვიად კირტავა - ფრთხილი ოპტიმიზმი შეიძლება მქონდეს, რომ შევძლებთ მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაციას, მაგრამ ჯერჯერობით ფრთხილი, - გეგმა არ გვინახავს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2021
რა გეგმები აქვს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და რა პროგრამებს სთავაზობს სტუდენტებს? - ინტერვიუ უნივერსიტეტის კანცლერ მაგდა მაღრაძესთან
დეველოპერული კომპანია „ბლოქსი“ ქალაქ ზუგდიდში მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის მშენებლობას იწყებს
ევროკავშირის და FAO-ს მხარდაჭერით ქართველი ფერმერები შემოსავლებს და წარმოებას ზრდიან
ბათუმში ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი ცენტრი აშენდება
2020 წელს ინტელიექსპრესის მიერ საქართველოში შემოტანილი ფულადი გზავნილების მოცულობამ 265 მილიონ დოლარს გადააჭარბა
ეფექტური გზა რესპირაციული ინფექციების პრევენციისთვის