საქართველოს ელჩმა ბურუნდის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა (რეზიდენციით ქ. ადის-აბება), ზურაბ დვალიშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა ბურუნდის რესპუბლიკის პრეზიდენტს, პიერ ნკურუსიზას. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათი ცნობით, რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ გაიმართა შეხვედრა პრეზიდენტთან, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ბურუნდის რესპუბლიკას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და მათი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.

„ბურუნდის მხარის განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია ორ ქვეყანას შორის განათლების მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომი განვითარების საკითხმა.

პრეზიდენტმა ნკურუსიზამ მიულოცა საქართველოს პირველ ელჩს ბურუნდის რესპუბლიკაში მისიის დაწყება და წარმატებები უსურვა მის მომავალ საქმიანობაში“,- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინორმაციაში.

ნიკოლოზ  ვაშაკიძე - მთელი ინტრიგა იმის გარშემო ტრიალებს, რას გადაწყვეტს აშშ - შეეცდება, დაალაგოს თანამშრომლობა „ოცნებასთან“, როგორც უალტერნატივო პოლიტიკურ ძალასთან, თუ ხელი შეუწყოს ხელისუფლების ცვლილებას
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო
2 წელი რობოტული ქირურგიის დანერგვიდან ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში - ინოვაცია, რომელმაც რეგიონის სამედიცინო რეალობა შეცვალა
CashBack-ის და Mastercard-ის საგაზაფხულო შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებს
„ვისოლმა“ „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლებისთვის სპეციალური ფასდაკლება შექმნა
თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა მოსწავლეების დასაფინანსებლად საგრანტო კონკურსს აცხადებს
28 თებერვალი - განსაკუთრებული შეთავაზებები extra.ge-ზე