ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ გიგი უგულავას დაკავება „პოლიტიკური რეპრესიების გვირგვინი იყო“

მოვუწოდებ ხელისუფლებას, გონს მოდით. ჩემს ინტერესში ნამდვილად არ შედის არც რევოლუცია, არც ამ ხელისუფლების ჩამოშლა და ჩამონგრევა, იმიტომ, რომ ხელისუფლებების ჩამოშლა და ჩამონგრევა ქვეყნისთვის არის ცუდი, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას დაკავების საკითხს გამოეხმაურა.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მას ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ პოლიტიკური რეპრესიები დაწყებულია და გიგი უგულავას დაკავება „გვირგვინი იყო პოლიტიკური რეპრესიების“. მისი თქმით, შემდეგი იქნება ის, ვისაც ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს.

„გუშინდელმა მოვლენამ ძალიან ბევრი რამ შეცვალა და თუ ვინმეს რამე კითხვის ნიშანი ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციამ ერთიანობა უნდა შეინარჩუნოს და ერთმანეთთან მაქსიმალური კოორდინაცია გააგრძელოს, ეს კითხვები, მე მგონი, მოიხსნა. დღეს 2020 წელია და როდესაც უგულავა ციხეში ჩასვეს, 2012 წლამდე ჩადენილი დანაშაულის გამო, ჩემთვის სრულიად ცხადია, რომ ქვეყანაში დაიწყო და გრძელდება პოლიტიკური დევნა. ამიტომ, ეს ყველას ეხება“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

ამასთან, მისი თქმით, გარდა ამისა, 10 თებერვალს შეხვედრა ოპოზიციამ გამართა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, რომლებმაც დიდი შეშფოთება გამოხატეს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ბურჯანაძის თქმით, მისთვის, როგორც გამოცდილი პოლიტიკოსისთვის სრულიად ნათელია ის ფაქტი, რომ უგულავა ორი ფაქტორის გამო დააკავეს.

„ერთი ისაა, რომ მასში დაინახეს ლიდერის პოტენციალი. მეორეს მხრივ, იმიტომ, რომ გუშინ აყირავებულიყო მოლაპარაკების მაგიდა.

ხელისუფლებამ იცოდა, რომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ჰქონდათ მოსაზრებები, რომლებსაც ჩვენ, ოპოზიცია დავეთანხმეთ და ჩვენთვისაც მისაღები იყო. ეს ვარიანტი გამორიცხავდა კრიზისებს და პროპორციულ სისტემასთან ბევრად უფრო ახლოს იყო, მათ შორის, ერთ-ერთი ვარიანტი იყო 130/20-ზე. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებას ამაზე უარის თქმა ძალიან გაუჭირდებოდა და გადაწყვიტა, რომ ჩვენ ჩავეყენებინეთ ისეთ მდგომარეობაში, ან იგნორირება უნდა გაგვეკეთებინა, (პრაქტიკულად მაგიდიდან აგვაცალეს ადამიანი, ვინც მოლაპარაკებების დროს გვერდით გვეჯდა) ან ამ ფორმატით გაგრძელებაზე უარი გვეთქვა. ასეთი „ტრიუკები“ ხელისუფლებას არ გაუვა, ხელისუფლების ხელმძღვანელს უყვარს ამ სიტყვების გამოყენება. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა