დავით ბერძენიშვილი - 105/45 და 115/35 არ შემოგვთავაზონ და მოგვმართონ რეალური წინადადებებით

ხელისუფლების მხრიდან თუ იქნება რეალისტური შემოთავაზება, მერე გავაგრძელოთ საუბარი, - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ "რესურსი ამოწურა".

„მდინარაძე რომ იძახდა 140/10, 135/15, არ შემოგვთავაზონო, 105/45 და 115/35 არ შემოგვთავაზონ და მოგვმართონ რეალური წინადადებებით. ხელისუფლებამ გუშინ ამოწურა რესურსი. გამოვიდა ხუნდაძე ილაპარაკა - არაო, 100/50 ჩვენგან ბოლოაო, თორემ ჩვენს ძალას გამოვიყენებთო. ამჟამად ამდენი "თუ" არ გვინდა. ხელისუფლების მხრიდან თუ იქნება რეალისტური შემოთავაზება, მერე გავაგრძელოთ საუბარი",- განაცხადა ბერძენიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო