ოპოზიცია 4 აპრილს მასშტაბურ აქციას აანონსებს, სადაც საერთო გეგმას წარადგენენ

ოპოზიციის წარმომადგენლები 4 აპრილს საერთო გეგმას წარადგენენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ „ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განუცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე წლის 4 აპრილს „ისტორიული პროცესი” დაიწყება.

„ახალი გეგმა მდგომარეობს შემდეგში: დღე და ღამე მუშაობა ხალხთან, საერთაშორისო ასპარეზზე. 4 აპრილს, 16:00 საათზე, რუსთაველზე ვიკრიბებით, სადაც განვაცხადებთ არჩევნებში ჩვენი ერთობლივად თანამშრომლობის მექანიზმი რა გვექნება, ამ კუთხით მონაწილეობის საკითხს. ეს არის თარიღი, როცა მართლაც ისტორიული პროცესი იწყება, როდესაც ქართულმა ოპოზიციამ მოძებნა საერთო ენა და ეს იქნება მაჟორიტარული თუ სხვა კუთხით თანამშრომლობა, ყველაფერს ვიტყვით. ჩვენ არ უნდა ჩავაბაროთ საქართველო „ქართულ ოცნებას” და ივანიშვილს და უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე.

დიალოგი დაასრულა „ქართულმა ოცნებამ“. არ შეიძლება, როცა დიალოგში შედიხარ და მერე ციხეებით ემუქრები ადამიანებს. არცერთი ხმა „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა