საკრუიზო გემს, რომელზეც 2 257 მგზავრი იმყოფება, პორტები მიღებაზე უარს ეუბნებიან

საკრუიზო გემს MS Westerdam უკვე მე-11 დღეა სხვადასხვა პორტები მიღებაზე უარს ეუბნებიან. აღნიშნულის მიზეზი კორონავირუსის გავრცელების საფრთხეა.

ტაილანდი, გუამის, ფილიპინების და იაპონიის შემდეგ ბოლო ქვეყანაა, რომელმაც საკრუიზო გემს თავის პორტებში შესვლაზე უარი განუცხადა.

კრუიზში დამსვენებლებს ეუბნებიან, რომ მათ გადახდილ ფულს უკან დაუბრუნებენ და შემდეგ მოგზაურობას 100%-ით დაუფინანსებენ, თუმცა გემზე მყოფები აცხადებენ, რომ მათ ხმელეთზე გადასვლა სურთ.

„აქ არც ერთი მგზავრი არაა დაინფიცირებლი. რაც ჰონგ-კონგი დავტოვეთ, ყველა პორტი უარს გვეუბნება, რომ მიგვიღოს. დავცურავთ ოკეანის გარშემო“, - წერს ერთ-ერთი მგზავრი, ონსტედ მიჩი.

ცნობისთვის, გემმა ჰონგ-კონგი იაპონიის მიმართულებით პირველ თებერვალს დატოვა. მასზე 2 257 მგზავრი იმყოფება. მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის უცნობია გემი რა მიმართულებით გაემართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა