იენს სტოლტენბერგი რუსეთსა და ასადის მთავრობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ სამხედრო მოქმედებები იდლიბში

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი სირიის იდლიბის პროვინციაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და რუსეთსა და სირიის ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ სამხედრო მოქმედებები.

„ჩვენ ვხედავთ, რომ სამოქალაქო სამიზნეებს განურჩევლად ბომბავენ. ჩვენ ვგმობთ მსგავს ქმედებებს“,- განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი ნატო-ს მინისტრთა სხდომაზე განიხილება.

„ჩვენ ასადსა და რუსეთს იმიტომ მოვუწოდებთ, რომ სწორედ რუსეთი უჭერს მხარს ასადის რეჟიმს. ჩვენ მათ მოვუწოდებთ პატივი სცენ საერთაშორისო კანონმდებლობას“,- განაცხადა სტოლტენბერგმა.

შეგახსენებთ, რუსეთის დახმარებით, სირიის ბაშარ ალ ასადის ხელისუფლების ძალები იდლიბის პროვინციაზე კონტროლის დასამყარებლად ინტენსიურ შეტევებს ახორციელებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ასადის ჯარები იდლიბის პროვინციის თითქმის ყველა სტრატეგიულ ადგილს აკონტროლებენ.

იხილეთ ვიდეო: იენს სტოლტენბერგი რუსეთსა და ასადის მთავრობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ სამხედრო მოქმედებები იდლიბში

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო