გრიგოლ ვაშაძე - შევთანხმდით, რომ მაჟორიტარულ ოლქებში უნდა გვყავდეს ერთი კანდიდატი

შევთანხმდით, რომ მაჟორიტარულ ოლქებში უნდა გვყავდეს ერთი კანდიდატი, რომელსაც არც ერთი სხვა პარტია არ დაუპირისპირდება და ეს იქნება იმის წინაპირობა, რომ ჩვენ ამ ძირში გამომპალ ოლიგარქიულ რეჟიმს თავიდან მოვიშორებთ,- ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებთან ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 4 აპრილს თბილისში გაიმართება დიდი აქცია, მანამდე ასევე იქნება საპროტესტო გამოსვლები და პიკეტირება.

„პირველი ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება - საპროტესტო აქციების გაგრძელება, პიკეტირების, მიტინგების, ყველგან, სადაც შესაძლებელია და არ აქვს მნიშვნელობა რომელი პარტია მიიღებს მონაწილეობას, რომელი არა, ყველა გაერთიანებული ვართ, მაქსიმალურად ჩავრთავთ რესურსებს. მეორე - გავდივართ რეგიონებში, რომ ყველას ავუხსნათ - მოვიდა საქართველოს მოქალაქის აქტიურობის დრო. ვერც ერთი პოლიტიკური პარტია და მათი გაერთიანება ვერაფერს გააკეთებს, თუ მოქალაქე არ გამოვიდა ლეთარგიული ძილიდან, ბიძინა ივანიშვილის ოლიგარიუქლი რეჟიმი მათ შვილებს და შვილიშვილებს პარავს დროს და ფუჭად ხარჯავს მათ ცხოვრებას.

მესამე- 4-აპრილს, ოთხ საათზე - 04.04.04 - ადვილი დასამახსოვრებელია, თბილისში გვექნება უზარმაზარი აქცია, სადაც გავაცნობთ ჩვენს მოქალაქეებს ოპოზიციის მოქმედების სტრატეგიას და ტაქტიკას. მეოთხე - შევთანხმდით, რომ მაჟორიტარულ ოლქებში მაქსიმალურ რაოდენობაში უნდა გვყავდეს ერთი კანდიდატი, რომელსაც არც ერთი სხვა პარტია არ დაუპირისპირდება და ეს იქნება იმის წინაპირობა, რომ ჩვენ ამ ძირში გამომპალ ოლიგარქიულ რეჟიმს თავიდან მოვიშორებთ“,-განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, მიმდინარეობს კონსულტაციები და შედგები მალე გახდება ცნობილი.

„კონსულტაციები მიმდინარეობს, თბილისის შედეგთან ძალიან ახლოს ვართ, როგორც კი ყველაფერი იქნება, იმწუთას შეგატყობინებთ. პრინციპი არის ერთი - რა წაადგება მთლიანად ოპოზიციური ფრონტის გამარჯვებას. პატიოსან სიტყვას გაძლევთ, არ ვამბობ ამას კამერებისთვის - არაჩვეულებრივად კონსტრუქციულად მიდის ყველაფერი. ყველას ესმის, რომ დათმობის, კომპრომისის და შეთანხმების გარეშე ამ კორუფციონერების ხროვას, რომელიც საქართველოს თავზე მოაჯდა და პარავს ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს მომავალს, ამის გარეშე მათი დამარცხება შეუძლებელია.

4 აპრილამდე იქნება პიკეტირება,იქნება აქციები, იქნება ყველაფერი იქნება საქართველოს მასშტაბით, ამის გეგმასაც შეგატყობინებთ“,- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა