გია გაჩეჩილაძე - ოპოზიცია დესტაბილიზაციაზეა ორიენტირებული და არჩევნების პერიოდისთვის დესტაბილიზაციის სქემას ამზადებენ

უმრავლესობის წევრის, გია გაჩეჩილაძის განცხადებით, ოპოზიცია დესტაბილიზაციაზეა ორიენტირებული და არჩევნების პერიოდისთვის დესტაბილიზაციის სქემას ამზადებს. ამის შესახებ გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს ოპოზიციის საერთო გადაწყვეტილების პასუხად განუცხადა.

„არაერთხელ მითქვამს, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკებას ფორმალური ხასიათი აქვს, რადგან მათ არანაირი მოლაპარაკება არ აინტერესებდათ, დესტაბილიზაციაზე არიან ორიენტირებული და არჩევნების პერიოდისთვის ამზადებენ დესტაბილიზაციის სქემას. ეს არის მათი მიზანი. ეს გამოჩნდა კიდეც გუშინდელი სხდომის შემდეგ. ყველასთვის იყო ნათელი, რომ 10- ში უნდა გამოეცხადებინათ უგულავას საკითხი და ამას დაამთხვიეს მათი შეკრება, რომ შემდეგ ეს გამოეყენებინათ მოლაპარაკების ჩასაშლელად. ეს თეთრი ძაფით არის ნაკერი“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია 4 აპრილს მასშტაბურ აქციას აანონსებს, სადაც საერთო გეგმას გამოაცხადებენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს