რომან კაკულია - თითქმის ყველა ოპოზიციონერი ლიდერი დარწმუნებულია, რომ დასავლეთის მხარდაჭერა აქვთ და არც ერთი არ საუბრობს საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერაზე

თითქმის ყველა ოპოზიციონერი ლიდერი დარწმუნებულია, რომ მათ დასავლეთის მხარდაჭერა აქვთ. თითქმის არც ერთი მათგანი არ საუბრობს საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერაზე, – ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობას ეყოფა გამჭრიახობა, რომ მთლიანობაში შეაფასოს 2012 წლის შემდგომ განვითარებული მოვლენები.

„თითქმის ყველა ოპოზიციონერი ლიდერი, რომელიც დღეისათვის საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე აკეთებს შეფასებას, დარწმუნებულია, რომ მათ აქვთ დასავლეთის მხარდაჭერა. თითქმის არც ერთი მათგანი არ ახსენებს და არ საუბრობს საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერაზე და მათ სავარაუდო პოზიციაზე. ამიტომ მე მინდა ყველას მოვუწოდო, რომ ძირითადი დასკვნების გაკეთება მივანდოთ საქართველოს მოსახელობას, რადგან მხოლოდ მათ იციან მთელი ამ დაპირისპირების გენეტიკა, მოტივაციები და დარწმუნებული ვარ, რომ ეყოფათ გამჭრიახობა მხოლოდ ფრაგმენტებით არ შეაფასონ მოვლენები, მთლიანობაში დაინახონ მთელი ის პროცესები რაც 2012 წლის შემდეგ მიმდინარეობს. ქვეყანას წარმატებულად ვერასოდეს მართავს ის ძალა, რომელიც ჯერ გარეთ იხედება და შემდეგ შიგნით. ჩვენთვის ყველასთვის გასაგებია საერთაშორისო მხარდაჭერის გარდაუვალი აუცილებლობა, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანის აღქმა თავისუფლებასთან მიმართებაში. თუ ჩვენ არ გვექნება რეალური თავისუფლება, მაშინ ვერც ჩვენი მიზნები იქნება რეალური“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

აღნიშნულ კომენტარს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო