გიგი წერეთელი ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ფილიპ რეეკერს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის წევრი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გიგი წერეთელი, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ხელმძღვანელს, ფილიპ რეეკერს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ტრანსატლანიკურ თანამშრომლობას და შეერთებული შტატების ჩართულობას უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ტერორიზმის, მიგრაციის, კონფლიქტების საკითხებში, ასევე, ეკონომიკურ და დემოკრატიის განვითარების სფეროებში თანამშრომლობას ეუთო-ს ქვეყნებთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში არსებული ვითარება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია, რუსეთთან ურთიერთობები, ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენელთა კრიტიკული დამოკიდებულება საარჩევნო სისტემის ცვლილების, სასამართლო რეფორმისა და პოლიტიკურ ოპოზიციაზე ზეწოლის კუთხით. აღინიშნა, რომ შეერთებული შტატების ახალი ელჩი, კელი დეგნანი, აქტიურად იქნება ჩართული ყველა მნიშვნელოვან პროცესში.

გიგი წერეთელმა ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში ვიზიტის ფარგლებში აშშ სენატორებთან და კონგრესის წევრებთან, პოლიტიკურ ექსპერტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა