ანა დოლიძე და „აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ კამპანიის წარმომადგენლები საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელებს შეხვდნენ

აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით არსებულ მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე ისაუბრეს იურისტმა ანა დოლიძემ და „აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ კამპანიის წარმომადგენლებმა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან კრისტიან ურსისთან და ოფისის ხელმძღვანელის მოადგილესთან ვაჰაგუნ მურადიანთან. ამის შესხებ "ინტერპრესნიუსს" ანა დოლიძის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე აზარტულ თამაშებში საქართველოს მოქალაქეების და განსაკუთრებით არასრულწლოვნების ჩართულობის მასშტაბები და პრობლემები განიხილეს. ასევე ისაუბრეს ონლაინ თამაშების რეკლამის რეგულაციების არ არსებობაზე და საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლის განხილვასაც პარლამენტი დღემდე აჭიანურებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროსაბჭოს ოფისი საქართველოში დაინტერესდა აზარტული თამაშების პრობლემებით. ჩვენ ვისაუბრეთ იმ გზებზე და მექანიზმებზე, რომელიც ონლაინ თამაშების დარეგულირებას შეუწყობს ხელს. აუცილებელია, რომ ჩვენს ქვეყანაში გაზიარებული იყოს იმ ევროპული ქვეყნების გამოცდილება, რომლებმაც შეძლეს ამ სენის რეგულაციაში მოქცევა და საკუთარი მოსახლეობის დაცვა. ამიტომ ევროპის საბჭოს წარმომადგენლების დაინტერესება და ჩართვა ამ პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენთვის განსაკუთრებით აქტუალურია“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ანა დოლიძემ.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისში გაიმართა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა