ანრი ოხანაშვილი - ისღა დაგვრჩენია, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ ოპოზიციას მოლაპარაკებათა მაგიდასთან დასხდნენ

ოპოზიცია გახდა იძულებული დამჯდარიყო მოლაპარაკებათა მაგიდასთან, მაგრამ ყოველთვის ეძებდნენ საბაბს, როგორმე ეს მოლაპარაკებები ჩაეშალათ,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის საერთო გადაწყვეტილებას.

მისივე თქმით, თუკი ვინმე დღეს არის ბედნიერი იმით, რომ გიგი უგულავა არის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, არის "ნაციონალური მოძრაობა" და მისი სატელიტები და ამით დაზიანებულია "ქართული ოცნება".

"ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ოპოზიციის ეს ჯგუფები განწყობილნი იყვნენ და არიან რევანშისტულად. საზოგადოებამ იხილა პარლამენტში შეჭრის მცდელობა და ეს ადამიანები რადიკალიზაციისკენ არიან მიდრეკილები. მათ არ სურთ ქვეყანაში სტაბილური განვითარება. თუმცა, ისინი იძულებულები გახდნენ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციების შედეგად, დამსხდარიყვნენ მოლაპარაკებათა მაგიდასთან. ჩვენ ამ მაგიდას დავუსხედით და დავიწყეთ დიალოგი, თუმცა ისინი გახდნენ იძულებულები. ვინაიდან მათ მიიღეს შენიშვნები და მითითებები, მაგრამ ყოველთვის ეძებდნენ საბაბს, როგორმე ეს მოლაპარაკებები ჩაეშალათ. რეალურად მიეცათ ეს საბაბი და განაჩენი, რომელიც დადგა სწორედ ამას ელოდებოდნენ, როგორც ჩანს, და ამ განაჩენის შედეგად მოიგონეს და შექმნეს საბაბად, რომ ამ მოლაპარაკებიდან გავიდნენ",- განაცხადა ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიციის ჩანაფიქრია რევოლუცია, გადატრიალება.

"რაც შეეხება ჩვენს პოზიციას მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა აშშ-მ, სრულად გაიზიარა ჩვენი პოზიცია, რომელსაც ვაფიქსირებთ და დღესაც მოვუწოდებთ ოპოზიციას, რომ მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაჯდომა აუცილებელია. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ მათ დასხდნენ მოლაპარაკებათა მაგიდასთან. ფაქტია, რომ ამ ყველაფრით თუკი ვინმე ზიანდება ეს არის ხელისუფლება. პირველ რიგში ჩვენ არ გვაწყობს ის პროცესი, რა პროცესიც მიმდინარეობს, ის, რასაც ისინი თარგმნიან. ახლა ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან. ველოდებოდით აქამდე და ველოდებით დღემდე პასუხს ჩვენს კომპრომისულ შეთავაზებაზე. ეს პროცესი აზიანებს თუ არა "ქართულ ოცნებას"? - აზიანებს. ხელს ვის აძლევს?- ხელს აძლევს იმ ადამიანებს და იმ ჯგუფებს, ვისაც ქაოსი სურთ. თუკი ვინმე დღეს არის ბედნიერი იმით, რომ გიგი უგულავას მიესაჯა და არის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, არის "ნაციონალური მოძრაობა" და მისი სატელიტები და ამით დაზიანებულია "ქართული ოცნება". ეს არის იმ ჯგუფის ინტერესებში, ვისაც სურს ქაოსი და არ სურს მოლაპარაკება",- განაცხადა ოხანაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო