ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში ვეტერანების არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა გაიმართა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში ვეტერანების არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე ა(ა)იპ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა ცენტრალური კავშირის გამგეობის თავმჯდომარემ, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, გენერალ-მაიორმა თენგიზ შუბლაძემ და "საქართველოს გენერალთა კლუბის’’ აღმასრულებელმა დირექტორმა, გენერალ-მაიორმა, თეიმურაზ ლორიამ თავიანთი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაწეული სამუშაოს, საქართველოს მასშტაბით განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ვრცლად ისაუბრეს და ანგარიში წარადგინეს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე ფართოდ იქნა განხილული ის პრობლემები და გამოწვევები, რომელთა წინაშეც ქვეყანა სამოქალაქო თავდაცვის კუთხით დგას და რომელზე რეაგირებაც დროულად უნდა მოხდეს.

„ჩვენი ორგანიზაცია, ძირითადად, ორიენტირებულია მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებზე და არის ერთ-ერთი უძველესი ორგანიზაცია, რომელიც 1956 წელს შეიქმნა. ყველა მუნიციპალიტეტში უნდა შეიქმნას სამოქალაქო თავდაცვის რაზმები, რომლებიც, ძირითადად, ვეტერანებით უნდა იყოს დაკომპლექტებული. ეს საშუალებას მისცემთ მათ, გარკვეული ანაზღაურების წყარო გაუჩნდეთ და ამ მიმართულებით დასაქმდნენ კიდეც",- განაცხადა გენერალ-მაიორმა თენგიზ შუბლაძემ.

შეხვედრას ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე, დირექტორის მოადგილეები მირონ ჩიგოგიძე და ჯანდრი უბირია, უწყების მრჩეველთა საბჭოს წევრები, სამსახურთან არსებული სათათბირო-საკონსულტაციო საბჭოს, ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები.

„უღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს, ვლადიმერ იმნაძეს, რომელმაც „მოდაში შემოიღო" თუ შეიძლება ასე ითქვას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკეთონ პრეზენტაციები, თუ სად დგანან და რას აკეთებენ ვეტერანებისათვის",- აღნიშნა "საქართველოს გენერალთა კლუბის" აღმასრულებელმა დირექტორმა, თეიმურაზ ლორიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა