აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა ფინანსებსა და კაპიტალზე ხელმისაწვდომობის ფორუმს გამართავს

12 თებერვალს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა ფინანსებსა და კაპიტალზე ხელმისაწვდომობის ფორუმს გამართავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ USAID/Georgia-დან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ღონისძიებას დაესწრებიან USAID/Georgia - ს მისიის დირექტორი პიტერ უიბლერი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი.

„ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ფორუმზე, რომელსაც USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა კერძო, საჯარო და არასამთავრობო ორგანიზაციების დაინტერესებული პირებისთვის გამართავს, განხილული იქნება კაპიტალსა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის საკითხები USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის პრიორიტეტულ სექტორებში (მსუბუქი წარმოება, ტურიზმი, ინტელექტუალური სერვისები, შემოქმედებითი ინდუსტრიები), ასევე მათი ზეგავლენა სამუშაო ადგილების შექმნასა და ინვესტიციების და შემოსავლების ზრდაზე. აგრეთვე, გამოვლენილი იქნება ის ძირითადი პოტენციური ინტერვენციები, რომლებიც აუცილებელია ფინანსებზე და კაპიტალზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული ხარვეზების დასაძლევად კონკრეტული პრობლემების იდენტიფიცირების და გადაჭრის გზით.

ფორუმის ფარგლებში, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა წარმოადგენს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის არსებულ/მიმდინარე პროგრამებს და მექანიზმებს, ისაუბრებს ძირითად ხარვეზებზე და ასევე, შეეხება საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილების ასპექტებს ამ მიმართულებით. ღონისძიებაზე მოწვეულ მიკრო, საშუალო და მცირე საწარმოების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ სექტორულ დისკუსიებში (მსუბუქი წარმოება, ტურიზმი, ინტელექტუალური სერვისები, შემოქმედებითი ინდუსტრიები) ბანკების, სალიზინგო კომპანიების, დაკავშირებული სახელმწიფო უწყებების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან ერთად.

ფინანსებსა და კაპიტალზე ხელმისაწვდომობის ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ საჯარო და კერძო სექტორის, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ბოძაშვილი - ახლა არაორდინარული, არასტანდარტული გადაწყვეტილებების დროა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2020
სოსო არჩვაძე - ეროვნული ვალუტის კურსის რყევამ  შეიძლება სერიოზულად დააზიანოს ის შედეგები, რაც მიღწეულია მთავრობის მიერ
კომპანია "ლისი დეველოპმენტმა" მთავრობის მიერ შექმნილ StopCov ფონდში 50 000 ლარი გადარიცხა
„ვისოლ ჯგუფი“ თბილისის მერიასთან ერთად მარტოხელა მოხუცებს ყოველდღიური მოხმარების საგნებითა და საკვები პროდუქტებით მოამარაგებს
„სოკარმა“ STOPCOV ფონდის მხარდასაჭერად საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში 200 000 ლარი ჩარიცხა
ბაზისბანკის ვიდეობანკი ციფრული სერვისების გასააქტიურებლად
შპს "ფერიმ" და სს "დარიალი ენერჯიმ" კორონავირუსთან ბრძოლის ფონდს ნახევარი მილიონი ლარი გადაურიცხა
ლიბერთის პროგრამა აპრილის პენსიების წინასწარ ჩარიცხვის მიმართულებით ყველა ასაკის პენსიონერზე გავრცელდება