ანა ნაცვლიშვილი თბილისის პროკურატურაში გამოიკითხა

"ლელო საქართველოს "პოლიტსაბჭოს წევრი, ანა ნაცვლიშვილი თბილისის პროკურატურაში გამოიკითხა.

როგორც ნაცვლიშვილმა გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მან პროკურატურას მოსამართლე გიორგი არევაძის, ვანო ზარდიაშვილისა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შესაძლო შეხვედრის თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.

"ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე არსებობს სახალხო დამცველის დასკვნა, რომელიც ამბობს, რომ დანაშაული, რომელსაც პროკურატურა ამ პირებს ედავება, არ მომხდარა. ამ დანაშაულის ნიშნები საქმეში წარმოდგენილი არ არის. იმის მაგივრად, რომ მოსამართლემ ამ პირობებში საქმე შეწყვიტოს, ის განსაკუთრებული ინტენსივობით ნიშნავს სასამართლო სხდომებს, რაც აჩენს სერიოზულ კითხვებს მოსამართლის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. ამ კონტექსტში ვრცელდება მედიით ინფორმაცია, რომ მოსამართლე გიორგი არევაძე ხვდება პრემიერ-მინისტრს და შეხვედრას ასევე ესწრება ვანო ზარდიაშვილი, რომლებიც თანხმდებიან, როგორ უნდა მოიქცეს იგივე არევაძე მეორე გახმაურებულ საქმესთან მიმართებით, რომელიც მას დაწერილი ჰქონდა და რომელიც საბოლოოდ აიცილა, ეს არის ნიკა გვარამიას საქმე. ბევრი ფაქტორია ამ საქმეში, რომელიც მიუთითებს, რომ საქმე პოლიტიკური ინტერესით მოტივირებულია. აუცილებელია, რომ საქმეზე ჩატარდეს ობიექტური და სრულყოფილი გამოძიება. სამწუხაროდ, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, არ მაქვს მოლოდინი, რომ გამოძიება ჩატარდება არა იმიტომ, რომ გამოძიებას არ აქვს სურვილი ან კომპეტენცია ამ საქმეს გაუძღვეს, არამედ იმიტომ, რომ ასეთია დღეს პროკურატურის მოცემულობა. ის გამოიყენება იმ საქმეებში პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად, სადაც ხელისუფლებას დაინტერესება აქვს",-განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, ისინი ვერ მისცემენ კომფორტს ვერც სასამართლო ხელისუფლებას და ვერც პროკურატურას, რომ "ასეთ მძიმე რეალობაში მათ არაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ კანონი აღსრულდეს".

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა