რობერტ ჰამილტონი - თურქეთს საკუთარი მიზნები ამოძრავებს, როცა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას უჭერს მხარს

თურქეთს საკუთარი მიზნები ამოძრავებს, როცა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს. მას სჯერა, რომ სამხრეთ კავკასია უფრო სტაბილური იქნება თუ საქართველო ნატო-ში გაწევრიანდა, - ამის შესახებ ამერიკის ომის კოლეჯის პროფესორმა, არმიის გადამდგარმა პოლკოვნიკმა რობერტ ჰამილტონმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხზე თურქეთის მხარდამჭერ განცხადებას. მისი თქმით, თურქეთი არა მხოლოდ რჩება ნატოს აქტიურ წევრად, არამედ მისი გაფართოების მომხრეა.

ამერიკელი პროფესორის შეფასებით, თურქეთის ნატო-ში დარჩენა საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია, ვინაიდან თუ მან ალიანსი დატოვა, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივა აღარ ექნება.

„თურქეთის პოზიცია თანამიმდევრულია, რადგან წლების მანძილზე ის ნატოს გაფართოებას და ალიანსში საქართველოს გაწევრიანებას მხარს აქტიურად უჭერდა და აცხადებდა, რომ საქართველოს ადგილი ნატოშია. ვფიქრობ, თურქეთი ცდილობს დააბალანსოს საკუთარი ურთიერთობა როგორც ნატოს-თან, ასევე რუსეთთან და პრაგმატული ურთიერთობა შეინარჩუნოს ორივესთან. ეს განცხადება, შესაძლოა, ნატოს მოკავშირეებისთვის იმის ხელახალი დადასტურება, რომ თურქეთი არა მხოლოდ რჩება ნატოს აქტიურ წევრად, არამედ მისი გაფართოების მომხრეა.

თურქეთს საკუთარი მიზნები ამოძრავებს, როცა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს. თურქეთს სჯერა, რომ სამხრეთ კავკასია უფრო სტაბილური იქნება თუ საქართველო ნატოში გაწევრიანდება. თურქეთს კი სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობა სურს და მისთვის უკეთესი იქნება, თუ აღმოსავლეთით ნატოს ბოლო წევრი თვითონ არ იქნება.

საქართველოსთვის მნიშვნელოვანია თურქეთი ნატოს წევრად დარჩეს. თუ თურქეთმა ალიანსი დატოვა, საქართველოს ნატოში გაწევრიანების არანაირი პერსპექტივა არ ექნება, რადგან ნატოსთვის ის მოწყვეტილი ტერიტორია იქნება,”- განაცხადა რობერტ ჰამილტონმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს