რობერტ ჰამილტონი - როცა ჩნდება დემოკრატიული უკუსვლის მტკიცებულება, რაც გულახდილად რომ ვთქვათ, ახლა ასეა, კონგრესი ვალდებულია სიმართლე თქვას - მთავრობის წარმომადგენლებმა პატიოსნად უნდა უპასუხონ კრიტიკას

როცა ჩნდება დემოკრატიული უკუსვლის მტკიცებულება - რაც, გულახდილად რომ ვთქვათ, ახლა ასეა - კონგრესი ვალდებულია სიმართლე თქვას, - ამის შესახებ ამერიკის ომის კოლეჯის პროფესორმა, არმიის გადამდგარმა პოლკოვნიკმა რობერტ ჰამილტონმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს ხელისუფლებისათვის გაგზავნილ ამერიკელი კონგრესმენებისა და სენატორების კრიტიკულ წერილებს. ამერიკელი პროფესორის თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამერიკელი კონგრესმენები თუ სენატორები საქართველოს ასე საჯაროდ და ასე კრიტიკულად წერილობით მიმართავენ.

„ჩემს მეხსიერებაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამერიკელი კონგრესმენები თუ სენატორები საქართველოს ასე საჯაროდ და ასე კრიტიკულად წერილობით მიმართავენ. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია. დიდიხნის მანძილზე საქართველოს მიმართ კონგრესში ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა არსებობს, თუმცა ეს მხარდაჭერა უპირობო და გაუაზრებელი არ არის. როცა ჩნდება დემოკრატიული უკუსვლის მტკიცებულება - რაც, გულახდილად რომ ვთქვათ, ახლა ასეა - კონგრესი ვალდებულია სიმართლე თქვას. ჩვენ შეგვიძლია ჩვენს მეგობრებს თავისუფლად ველაპარაკოთ და სიმართლე ვუთხრათ. შეერთებული შტატები დემოკრატიის მხარდაჭერის, ადამიანის უფლებების, სხვა დემოკრატიული ღირებულებების ერთგული რჩება. როდესაც ამერიკის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი ამ მიმართულებით უკან დგამს ნაბიჯებს, ჩვენ მათ სიმართლე უნდა ვუთხრათ.

საქართველოსთვის კრიტიკულია იმ მოკავშირე და გავლენიან კონგრესმენებთან პარტნიორობის შენარჩუნება, რომლებიც საქართველოს ყურადღებას აქცევენ. მთავრობის წარმომადგენლებმა პატიოსნად უნდა უპასუხონ კრიტიკას და წერილებში გამოთქმულ შეშფოთებებს იმის ნაცვლად, რომ მათ ყურადღება არ მიაქციონ,“ - განაცხადა რობერტ ჰამილტონმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა