გიორგი მარგველაშვილი - გიგი უგულავა პოლიტიკური პატიმარია, ადამიანი, რომელიც ჩასვეს ციხეში პოლიტიკური მოტივაციით

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგი უგულავა პოლიტიკური პატიმარია.

როგორც მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, უგულავა ციხეში პოლიტიკური მოტივაციით ჩასვეს.

„კი, ნამდვილად, მეც ასე ვთვლი, ასე თვლიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ასე თვლიან ჩვენი მოქალაქეები, ასე თვლის ოპოზიცია, პოლიტიკური პატიმარია, ადამიანი, რომელიც ჩასვეს ციხეში პოლიტიკური მოტივაციით”, - განაცხადა მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა განუსაზღვრა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა