გიორგი მარგველაშვილი ხელისუფლებაზე - პირდაპირ ეუბნებიან ამერიკას, რომ არ გვაინტერესებს თქვენი პოზიცია, მეტი რა უნდა გააკეთონ? ომს ხომ არ გამოუცხადებენ?

პირდაპირ ეუბნებიან, რომ არ გვაინტერესებს თქვენი პოზიცია, მეტი რა უნდა გააკეთონ ახლა, ამერიკას ომს ხომ არ გამოუცხადებენ? - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „ქართული ოცნების“ წევრების მიერ ამერიკელი კონგრესმენებისა და სენატორების კრიტიკის საპასუხო განცხადებებთან დაკავშირებით აღნიშნა.

როგორც მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, „ქართული ოცნების“ ქცევა არის პირდაპირ გზავნილი ამერიკელებისადმი, რომ საქართველოში განვითარებული მოვლენები მათი საქმე არ არის.

„წარმოიდგინეთ, ბრძანდებით სენატორი ან კონგრესმენი, რომელიც საქართველოს თემაზე მუშაობს და თქვენ კრიტიკა გამოთქვით, თბილისში ამ კრიტიკაზე თქვეს, რომ თქვენ მენტალობა გაქვთ შესაცვლელი და ახლა ჩამოვა იქს პოლიტიკური ფიგურა და იცი ნამდვილად, რომ ის იქს პოლიტიკური ფიგურა უბრალოდ „შიკრიკია“ და თავისთავად პოლიტიკური ფიგურა არ არის, ეს „შიკრიკი“ ჩამოდის თქვენთან და რაღაცას გესაუბრებათ, ამ დროს იმ თემაზე, რომელზეც თქვენ გამოთქვით შეშფოთება, თბილისში სწორედ საპირისპირო რამ ხდება და ხდება ერთ-ერთ ოპოზიციური ლიდერის დაკავება და ის სხვა აღძრული საქმეები გრძელდება და გრძელდება, თქვენ როგორ იგრძნობდით თავს? ეს არ იქნებოდა თქვენთვის პირდაპირი გზავნილი, რომ არ არის თქვენი საქმე, საქართველოში ვის დააკავებენ, როგორ ჩატარდება არჩევნები, დემოკრატიული იქნება, არადემოკრატიული... თქვენი საქმე არ არის. გინდათ ჩამოდით აქ და თქვით, რომ პარტნიორები ხართ, არ გინდათ? დაეტიეთ, აი, ეს არის გზავნილი, სხვა გზავნილი არ არის. ამ ფონზე სენატორებს ვეძახი, რომ ნაცების მიერ გზააბნეული სენატორები არიან, კონგრესმენები გზააბნეულები არიან, თქვენს ყველაზე საპატივცემულო საერთაშორისო რესურსს, როგორიც არის NDI და IRI, პირდაპირ ნაცების თუ ოპოზიციის დღის წესრიგის შემსრულებლად ვნათლავ, არ არის ძალიან ნათელი? ამათაც მეტი რა უნდა გააკეთონ, პირდაპირ ეუბნებიან, რომ არ გვაინტერესებს თქვენი პოზიცია, მეტი რა უნდა გააკეთონ ახლა, ამერიკას ომს ხომ არ გამოუცხადებენ?“ - განაცხადა მარგველაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა