ვენა-სტამბოლის რეისის დროს, თვითმფრინავის მეთაურმა გონება დაკარგა

თურქეთის ავიაკომპანია „პეგასუს ეარლაინის“ კუთვნილ თვითმფრინავში, რომელიც ვენა-სტამბოლის რეისს ასრულებდა, ინციდენტი მოხდა. თვითმფრინავის მეთაურმა დაშვებამდე ცოტა ხნით ადრე გონება დაკარგა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მომხდარის გამო, თვითმფრინავის საბიჰი გოქჩენის სახელობის აეროპორტში დასმა მეორე პილოტს მოუხდა. მან მომხდარის შესახებ შესაბამის სამსახურებს აცნობა და ბორტის დასმა შეძლო.

თვითმფრინავს დაშვებისთანავე სასწრაფო დახმარების ბრიგადა დახვდა, რომელმაც გონებადაკარგული მეთაური საავადმყოფოში გადაიყვანა. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია.

იხილეთ ვიდეო: ინციდენტი ვენა-სტამბოლის რეისზე - დაშვებამდე ცოტა ხნით ადრე თვითმფრინავის მეთაურმა გონება დაკარგა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა