ანა დოლიძე უგულავას დაკავებაზე - სასამართლომ ამ ქეისით გვითხრა, რომ არ გვაინტერესებს, რას ამბობს სტრასბურგი, ევროპის კონვენცია, რასაც გვინდა, იმას გავაკეთებთ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე აცხადებს, რომ „ევროპული საქართველოს“ ლიდერს, გიგი უგულავას ბოლო ინსტანციაში პროცესუალური უფლებები დაერღვა.

როგორც დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს უგულავას პოლიტიკური საქმიანობის გამო მოხდა.

“გიგი უგულავას მიმართ ბოლო ინსტანციაში დაირღვა პროცესუალურ უფლებათა მთელი კასკადი. რომ გადაშალოთ სტრასბურგის ბოლო ნებისმიერი გადაწყვეტილება, ამაზეა იქ ლაპარაკი, ანუ სასამართლომ ამ ქეისით მორიგჯერ გვითხრა, რომ ჩვენ არ გვაინტერესებს, რას ამბობს სტრასბურგი, ევროპის კონვენცია, ჩვენი კონსტიტუციის მე-2 თავი, რასაც გვინდა, იმას გავაკეთებთ... უგულავას დაერღვა მთელი რიგი პროცესუალური უფლებები და რატომ დაერღვა? რა თქმა უნდა, ეს უკავშირდება მის პოლიტიკურ საქმიანობას, აქ ორი აზრი არ არსებობს. ერთ-ერთი მთავარი გირგვლიანის საქმეში რა იყო? ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის განხილვა, საქმეების არგაცნობა, ადვოკატებისთვის არმიცემა საშუალების, რომ დაასაბუთოს თავისი პოზიცია, ვაზაგაშვილის და გოგოლაძის საქმეებში გაჭიანურებული სამართალწარმოება. ამდენი წლის განმავლობაში სტრატეგიულად იწელებოდა სამართალწარმოება, რომ როცა პოლიტიკურად საჭიროა, მაშინ დადგეს განაჩენი“, - განაცხადა დოლიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო