ვახტანგ გომელაური გრიგოლ ვაშაძეზე - ადამიანმა, რომელსაც პრეზიდენტობაზე აქვს პრეტენზია, შეიძლება პოლიციელს ხელი დაარტყაას?!

ვიღაცისთვის შეიძლება მაგალითიც იყოს ეს, რომ შეიძლება პოლიციელს ჩაფხუტზე ხელი ჩამოარტყა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რითაც აქციაზე ოპოზიციონერი ლიდერების მხრიდან სამართალდამცველებზე განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა.

"ადამიანმა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტობაზე აქვს პრეტენზია შეიძლება პოლიციელს ჩაფხუტზე ხელი ჩამოარტყა?! ცუდია, რა თქმა უნდა, მისი საქციელი რაღაც დოზით გადამდებია და ვიღაცისთვის შეიძლება მაგალითიც იყოს. შეიძლება, პოლიციელს ჩაფხუტზე ხელი ჩამოარტყა, შეგიძლია ქურთუკი შემოახიო, ხელი კრა, დაემუქრო - ნახე რას გიზამ, დამთავრდება არჩევნები, ჩვენ რომ მოვალთ შენ დაგიჭერ და ასე შემდეგ. აქციების დროს ძალიან ბევრი იყო მუქარა ზუსტად ამ ოპოზიციური ლიდერებისგან - „აი ჩვენ რომ მოვალთ, შენ ნახე; ჩვენ გიმახსოვრებ ძალიან კარგად და სხვა“ - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მისივე თქმით, არასამთავრობო სექტორიდან აღნიშნული ქმედების შემდეგ, არავინ "გამოსულა" , რომელიც ვაშაძის საკითხზე იტყოდა, "რატომ არ დააკავეთ".

„თუ იგივეს გააკეთებს ვთქვათ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, პირობითად მმართ​ველი გუნდის წარმომადგენელი, გამოვა მთელი სპექტრი, დაწყებული არასამთავრობო ორგანიზაციებიდან. არ მინდა მე კრიტიკაში ჩამეთვალოს არასამთავრობოების, ვთანამშრომლობთ და ძალიან კარგად სხვათა შორის ბევრთან... გამოვა და მოითხოვენ ალბათ დავიჭიროთ და ყველაფერი. არ ვიცი ყველაზე უმაღლესი სასჯელი რაც შეიძლება იმ ქმედებაზე რომ მივცეთ. მათზე არავინ არ გამოდის. რატომ არ გამოვიდა თუნდაც ვაშაძის თემაზე - რატომ არ დააკავეთ, რატომ არ დასაჯეთ, რომ რაღაც საქციელი ჩაიდინა - გაგიგიათ ვინმე გამოსულიყო მაგ კუთხით, მაგ მხრივ? არ გამოსულა. ეს სამწუხაროა. რა თქმა უნდა ახალისებს და პოლიციელებზე ძალიან ცუდად მოქმედებს ეს. პირიქით, აგრესიას იწვევს ეს“- აღნიშნა მინისტრმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ინტერვიუში.

ინფორმაციას შს მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა