ვახტანგ გომელაური პოლიციელების პრემია-დანამატებზე - მეტი მექნება მეტ პრემიას და მეტ დანამატს გავცემ, ივლისიდან ყველა თანამშრომელს ემატება ანაზღაურება

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა სამინისტროს თანამშრომელთა ანაზღაურებისა და სოციალური გარანტიების გაუმჯობესებაზე ისაუბრა.

მინისტრმა ხელფასების ზრდასა და პრემიებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ახალი რეფორმები დაწყებულია და ივლისიდან ყველა თანამშრომელს კიდევ ემატება ხელფასი.

„გამოდიან თანამშრომლები, სახლში ცოცხალი და ჯანმრთელი დაბრუნდება თუ არა, არავინ იცის. სამწუხაროდ, ძალიან დაბალი ხელფასები აქვთ. ახალი რეფორმები დავიწყეთ, ბევრი რამ გაკეთდა წინა მინისტრების დროსაც. ბატონი გიორგის დროს იყო მატება. ახლა კიდევ ვგეგმავთ, ივლისიდან კვლავ ემატება ხელფასები ყველა თანამშრომელს. ხაზი მინდა გავუსვა, რომ 40 ათას ადამიანზე მეტზე ვსაუბრობთ. ძალიან დიდ თანხებზეა საუბარი, ეს არ არის 1 და 2 მილიონი ლარი“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ვახტანგ გომელაურმა პრემია-დანამატების თემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლიციელები დღე და ღამე თავიანთ საქმეს აკეთებენ და იმაზე მეტს იმსახურებენ, ვიდრე მათი ხელფასებია.

„ასევე, არის დანამატისა და პრემიების თემები. ხშირად გვაკრიტიკებენ ხოლმე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველაზე მეტი დანამატი ან პრემია გასცა. დიახ, გავეცით. ჯერ ერთი, ის, რომ დიდი დანაყოფი ვართ. არ შეიძლება, 1 000-შტატიანმა სამსახურმა და 40 000 - შტატიანმა ერთნაირი რაოდენობის თანხა გასცეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო დიდი უწყებაა. რა თქმა უნდა, ვაძლევთ და მე ვფიქრობ, ძალიან დაბალი ხელფასებია, იმასთან შედარებით, რასაც ისინი აკეთებენ, რასაც ისინი ემსახურებიან. მე ვცდილობ, დიახაც, ყველას ვეუბნები, თუ მეტი მექნება - მეტ პრემიას მივცემ, მეტ დანამატს მივცემ, იქედან გამომდინარე, რომ ეს ადამიანები აკეთებენ თავის საქმეს. მართლა დღე და ღამე ქუჩაში დგანან, რომ ღამე ჩვენ კარგად გვეძინოს, ჩვენი შვილები მშვიდობით მოვიდნენ სახლებში. გვაკრიტიკებენ - პრემია-დანამატებს რატომ აძლევო. დიახ ვაძლევ და მივცემ კიდევაც. რაც მეტი მექნება - უფრო მეტს მივცემ და დავეხმარები. იმსახურებენ ეს ადამიანები უფრო მეტს. რისიც საშუალებაც გვაქვს, იქედან გამომდინარე ვაკეთებთ“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.

ინფომაციას შს მინისტრის პრესსამსახური არცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა