აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა ფინანსებსა და კაპიტალზე ხელმისაწვდომობის ფორუმს გამართავს

დღეს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა ფინანსებსა და კაპიტალზე ხელმისაწვდომობის ფორუმს გამართავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ USAID/Georgia-დან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ღონისძიებას დაესწრებიან USAID/Georgia - ის მისიის დირექტორი პიტერ უიბლერი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი.

„ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ფორუმზე, რომელსაც USAID-ის ეკონომიკური უსაფრთოების პროგრამა კერძო, საჯარო და არასამთავრობო ორგანიზაციების დაინტერესებული პირებისთვის გამართავს, განხილული იქნება კაპიტალსა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის საკითხები USAID-ის ეკონომიკური უსაფრთოების პროგრამის პრიორიტეტულ სექტორებში (მსუბუქი წარმოება, ტურიზმი, ინტელექტუალური სერვისები, შემოქმედებითი ინდუსტრიები), ასევე მათი ზეგავლენა სამუშაო ადგილების შექმნასა და ინვესტიციების და შემოსავლების ზრდაზე. აგრეთვე, გამოვლენილი იქნება ის ძირითადი პოტენციური ინტერვენციები, რომლებიც აუცილებელია ფინანსებზე და კაპიტალზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული ხარვეზების დასაძლევად კონკრეტული პრობლემების იდენტიფიცირების და გადაჭრის გზით.

ფორუმის ფარგლებში, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა წარმოადგენს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის არსებულ/მიმდინარე პროგრამებს და მექანიზმებს, ისაუბრებს ძირითად ხარვეზებზე და ასევე, შეეხება საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილების ასპექტებს ამ მიმართულებით. ღონისძიებაზე მოწვეულ მიკრო, საშუალო და მცირე საწარმოების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ სექტორულ დისკუსიებში (მსუბუქი წარმოება, ტურიზმი, ინტელექტუალური სერვისები, შემოქმედებითი ინდუსტრიები) ბანკების, სალიზინგო კომპანიების, დაკავშირებული სახელმწიფო უწყებების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან ერთად.

ფინანსებსა და კაპიტალზე ხელმისაწვდომობის ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ საჯარო და კერძო სექტორის, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო