სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო - ევროკომისიის ანგარიშის მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო რეფორმირების პროცესს წარმატებით აგრძელებს

ევროკომისიამ საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების შესრულების ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა განაგრძობს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების წარმატებით შესრულებას, რომელიც შეეხება საქართველოს საჯარო შესყიდვების სისტემის ევროკავშირის შესყიდვების ნორმებთან და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებთან საკანონმდებლო, ინსტიტუციურ და პრაქტიკულ დაახლოებას.

„აღსანიშნავია, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის ადმინისტრაციული ორგანოს ინსტიტუციურ რეფორმირებას. საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი მოწონებულ იქნა საქართველოს მთავრობის მიერ და უახლოეს დღეებში გადაიგზავნება საქართველოს პარლამენტში განსახილველად.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო აქტიურ რეფორმებს სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის შემდგომი სრულყოფის მიზნით მომავალშიც გააგრძელებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო