მედიის ინფორმაციით, რუსეთის მხარდაჭერილმა სირიის ძალებმა ალეპო-დამასკოს დამაკავშირებელ სტრატეგიულ მაგისტრალზე კონტროლი დაამყარეს

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სირიის აჯანყებულებმა, რომელთაც თავად უჭერენ მხარს, გუშინ ბაშარ ალ-ასადის ძალების 51 ჯარისკაცი მოკლეს. მათივე თქმით, განადგურებულია ორი ჯავშანტექნიკა და ამუნიციის საწყობი.

ცოტა ხნით ადრე, ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ რუსეთის მხარდაჭერილმა ძალებმა ალეპო-დამასკოს დამაკავშირებელ მაგისტრალზე, რომელიც იდლიბის მთავარ საკვანძო პუნქტად ითვლებოდა, კონტროლი დაამყარეს. ეს 2012 წლის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როცა სტრატეგიულ მაგისტრალს ასადის ხელისუფლება აკონტროლებს.

გუშინ განცხადება გააკეთა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმაც. მისი თქმით, სწორედ დღეს განაცხადებს თურქეთის სამოქმედო გეგმის შესახებ. როგორც ერდორანმა აღნიშნა „ასადის რეჟიმს მოუწევს ძვირი ფასის გადახდა იმისთვის, რაც ჩაიდინა“.

შეგახსენებთ, 2018 წელს, თურქეთი და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ იდლიბი დეესკალაციის ზონად ჩამოყალიბდებოდა, სადაც სამხედრო მოქმედებები უნდა შეწყვეტილიყო. ანკარამ ბოლო პერიოდის განმავლობაში მოსკოვს არაერთხელ მოუწოდა „შეეჩერებინა მოკავშირე ასადის რეჟიმი“, თუმცა ბოლო თავდასხმა თურქ ჯარისკაცებზე სწორედ მაშინ მოხდა, როცა რუსეთის დელეგაცია ანკარაში სირიაში მიმდინარე მოვლენებს განიხილავდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო