ევროპარლამენტარი - ნებისმიერი პოლიტიკური აქტორი, მათ შორის უგულავა, რომელიც საკვანძო მონაწილეა, უნდა იყოს მოლაპარაკებების მაგიდასთან წარმოდგენილი და არა ციხეში

ევროპარლამენტარი, ესპანელი დეპუტატი ნაჩო სანჩეს ამორი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. ამის შესახებ ამორმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

„ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოში ბოლოდროინდელი პოლიტიკური მოვლენების განვითარებით.

ნებისმიერი პოლიტიკური აქტორი, მათ შორის უგულავა, რომელიც საკვანძო მონაწილეა, უნდა იყოს მოლაპარაკებების მაგიდასთან წარმოდგენილი და არა ციხეში“, - წერს ამორი.

შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა განუსაზღვრა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო