14 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით, „ქარვასლაში" ზოო ფესტივალი გაიმართება

14 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით, სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ „ქარვასლაში“ ზოო ფესტივალი გაიმართება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, პროექტს მხარს უჭერს ვეტერინარ ექიმთა გაერთიანებული ასოციაცია. სტუმრებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ სხვადასხვა სახის ცხოველებსა და ფრინველებს, მიიღონ უფასო კონსულტაცია ცნობილი ვეტერინარი ექიმებისგან და დაესწრნონ ზოო ლექციას.

ამას გარდა, მათ ელით უამრავი სიურპრიზი, სხვადასხვა აქტივობა და გათამაშება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ზოომაღაზიები.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება გამომცემლობა „პალიტრა L" და სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, სპეციალური ფასდაკლებით შეიძინონ სხვადასხვა სახის ენციკლოპედიები და ლიტერატურა ცხოველების შესახებ. ბავშვებისთვის კი მოეწყობა ინტერაქციული თამაშები.

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სახის ცხოველი, ფრინველი და ქვეწარმავალი, მათ შორის: ფარშევანგი, ზაზუნები, ზღვის გოჭები,კურდღლები, მაიმუნები,ლეკვები, კატები, თუთიყუშები, აფრიკული ზღარბიები, გველები, ხვლიკები, ობობები და სხვა..

ღონისძიების მიზანია, ხელი შეუწყოს საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ცხოველის ყოლის კულტურისა და მოვლა-პატრონობის თანამედროვე მიდგომებსა და პასუხისმგებლობებზე, რათა ხელი შეეწყოს ევროსტანდარტების დანერგვას საქართველოში. დასწრება თავისუფალია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს