ზვიად ძიძიგური - მშვიდი პერიოდი არჩევნებამდე არ გველოდება - პოლიტიკური სტაბილურობა, რომელიც „ქართული ოცნების“ მთავარი მონაპოვარი იყო, საფრთხის წინაშე დგას

მშვიდი პერიოდი არჩევნებამდე არ გველოდება. არ ვიცით, რომელ წუთას, რა ფეთქებადი სიტუაცია შეიძლება განვითარდეს. პოლიტიკური სტაბილურობა, რომელიც „ქართული ოცნების“ მთავარი მონაპოვარი იყო, საფრთხის წინაშე დგას, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ყოფილმა ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, შანსი, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები გაგრძელდეს, ნაკლებია.

„მე მგონი მოლაპარაკებას, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რაუნდებად მიმდინარეობდა, პერსპექტივა აქვს ძალიან ნაკლები. იქიდან გამომდინარე რომ ბატონი უგულავას დაპატიმრება, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია ოპოზიციისთვის და მათი არგუმენტები, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ყოფნის დროს დააპატიმრეს ერთ-ერთი ლიდერი, ეს არის ისეთი არგუმენტი, რომელიც მოლაპარაკების ჩაშლას მათი მხრიდან უფრო მაღალი ალბათობით, შესაძლებელს ხდის“,- განაცხადა ძიძიგურმა.

მისი თქმით, ოპოზიციამაც და ხელისუფლებამაც უნდა იზრუნოს, რომ არჩევნები მაქსიმალურად მშვიდ ვითარებაში ჩატარდეს.

„მე, რასაც ვხედავ, რა პოლიტიკიური პროცესებიც მიდის ქვეყანაში, მშვიდი პერიოდი არჩევნებამდე ჩვენ არ გველოდება. არ ვიცით, რომელ წუთას, რა ფეთქებადი სიტუაცია შეიძლება განვითარდეს, იმიტომ, რომ საქართველო და მისი პოლიტიკური ცხოვრება ამ წუთას არის სრულიად არასტაბილური და ნამდვილად წინასწარ ვერავინ იტყვის, თუ როგორი არჩევნები ჩატარდება. დაძაბულობის პიკი როგორი იქნება. ძალიან დაიძაბა ვითარება და ნამდვილად არ არის ჩვენი ქვეყნისთვის კარგი. პოლიტიკური სტაბილურობა, რომელიც იყო „ქართული ოცნების“ მთავარი მონაპოვარი საფრთხის წინაშე დგას. იპოზიციის პოზიციები მას შემდეგ, რაც პროპორციული არჩევნების თემა ჩავარდა, არის გაძლიერებული და ხელისუფლების პოზიციები შესუსტებულია. ყველას ვალია, მათ შორის ოპოზიციის, ხელისუფლებისაც, რომ როგორმე სიტუაციის დამშვიდებისკენ გადაიდგას ნაბიჯები“, - განაცხადა ძიძიგურმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა