საქართველოს გუნდი და ქართული გასტრონომია ბოკუს დ’ორ ევროპის კონტინენტურ ჩემპიონატზე წარდგება

ისტორიაში პირველად, საქართველოს გუნდი და ქართული გასტრონომია ბოკუს დ’ორ ევროპის კონტინენტურ ჩემპიონატზე წარდგება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზატორებმა აცნობეს, სტავანგერის, ჟენევის, სტოკჰოლმის, ბრიუსელის, ბუდაპეშტისა და ტურინის შემდეგ, 2020 წლის 28 და 29 მაისს, ტალინი უმასპინძლებს Bocuse d’Or-ის ევროპის კონტინენტურ კონკურსს.

მათი ინფორმაციით, გასტრონომიული გამოფენა საკუ არენაზე შეკრებილ, სფეროს წამყვან პროფესიონალებსა და ბრენდებთან ერთად, 20 ქვეყანა დინამიურ და სანახაობრივ ჩემპიონატში 2 დღის განმავლობაში დაუპირისპირდება ერთმანეთს.

„ბოკუს დ’ორი, 30- წლიანი ისტორიის მქონე, რევოლუციური და ყველაზე პრესტიჟული კულინარიული ჩემპიონატია, რომელიც მსოფლიოს ოთხივე კონტინენტიდან, ახალგაზრდა და ნიჭიერ შეფ-მზარეულებს აერთიანებს.

2019 წელს, საქართველო ოფიციალურად გახდა Bocuse d’Or-ის ოჯახის ახალი წევრი და პირველად უმასპინძლა ქვეყანაში ნაციონალურ შესარჩევ შეჯიბრს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 2020 წელს საქართველო მონაწილეობას მიიღებს Bocuse d’Or ევროპის კონტინენტურ კონკურსში. გამომდინარე იქიდან, რომ Bocuse d’Or ეროვნული მნიშვნელობის შეჯიბრია, მასში მონაწილეობა არამხოლოდ კონკრეტული შეფისთვის წარმოადგენს უპირობო კარიერულ წინსვლას, არამედ თავად ქვეყნის პრესტიჟს ამაღლებს, მსოფლიო ყურადღების ცენტრში აქცევს მას და გასტრონომიული და ტურისტული განვითარების დონეს საგრძნობლად ავითარებს.

საქართველოს გუნდის სახელით, ჩემპტიონატზე ქვეყანას წარადგენენ, პირველი ბოკუს დ’ორ საქართველოს გამარჯვებული ერიკ სარქისიანი, ბოკუს დ’ორ საქართველოსა პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, გუნდის მწვრთელი ლუკა ნაჭყებია და დამხმარე მზარეულის ამპულაში - ლუკა ხინკალაძე.

ევროპის კონტინენტურ შეჯიბრში გამარჯვებული შეფები, თავიანთ ქვეყნებს 2021 წელს, ლიონში დაგეგმილ ფინალზე წარადგენენ, რომელიც თავის მხრივ, ყოველ ორ წელიწადში, მსოფლიოს წამყვანი გასტრონომიული გამოფენა სირას ფარგლებში ტარდება.

ბოკუს დ’ორ საქართველოს ორგანიზატორი არის გასტრონომიული ბიზნეს საკონსულტაციო სააგენტო გასტრონავტი, რომელიც პროექტს საქართველოს გასტრონომიის ასოციაციისა და საქართველოს კულინარიული ფედერაციის მხარდაჭერით ახორციელებს“,-აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა