დავით უსუფაშვილი - მარგველაშვილს და კვირიკაშვილს მკაფიო სამოქალაქო პოზიცია აქვთ, რაც თითქმის ყოველთვის თანხვედრაშია „ლელოს“ პოზიციასთან, მაგრამ ისინი პოლიტიკურ ნაბიჯს გადადგამენ თუ არა, ეს მათი გადასაწყვეტია

„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე არანაირი შეთანხმება არ არსებობს „ლელოს“, გიორგი მარგველაშვილს და გიორგი კვირიკაშვილს შორის.

„შემიძლია სრულიად ცალსახად გითხრათ, რომ ამის თაობაზე არანაირი შეთანხმება არ არსებობს „ლელოს“, გიორგი მარგველაშვილს ან გიორგი კვირიკაშვილს შორის, მაგრამ ასევე მინდა დაგიდასტუროთ, რომ არსებობს ზოგადი კეთილგანწყობა თითქმის სამიათწლეულის ერთობლივი საქმიანობა-ცხოვრებიდან და შემდგომ პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე. ამიტომ, როდესაც ვიყავით მოქმედი პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე, თუ ვერ შევძელით გაგვეკეთებინა ის, რაც ამ ქვეყანას სჭირდებოდა, თუ „ყოფილების“ რეჟიმში ამას შევეცდებით, მე წინააღმდეგი არ ვიქნები. გიორგი მარგველაშვილს და გიორგი კვირიკაშვილსაც თავიანთი მკაფიო სამოქალაქო პოზიცია აქვთ, ეს პოზიცია უმეტეს შემთხვევაში და თითქმის ყოველთვის თანხვედრაშია ჩემს პოზიციასთან და „ლელოში“ ჩემი მეგობრების პოზიციასთან, მაგრამ ისინი პოლიტიკურ ნაბიჯს გადადგამენ თუ არა ეს მათი გადასაწყვეტია“, - განუცხადა დავით უსუფაშვილმა „ინტერპრესნიუსს“.

ცნობისთვის, პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, რომ კვირიკაშვილს და მარგველაშვილს ცალკე ძლიერი პარტიის შესაქმნელად საჭირო საკმარისი პოლიტიკური კაპიტალი არ აქვთ, თუმცა, მათ ბევრი კვეთა აქვთ „ლელოსთან“ და „ლელოში“ მათი გაწევრიანებით, საკმაოდ საინტერესო კონფიგურაცია იკვეთება . კერძოდ, პარტიაში თავს მოიყრის ერთად სამი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირი - ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი პრემიერი და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა