დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი ევროპარლამენტარებისა და კონგრესმენების განცხადებებზე - სუვერენული ქვეყნის საქმიანობაში ასეთი ინტენსივობით ჩარევა მიზანშეწონილი არ არის

ვფიქრობ, რომ სუვერენული ქვეყნის საქმიანობაში ჩარევა ასეთი ინტენსივობით არ არის მიზანშეწონილი, - ასე უპასუხა ევროპარლამენტარებისა და კონგრესმენების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კობა ლურსმანაშვილმა.

მისივე თქმით, დასავლეთის კრიტიკა, ზოგ შემთხვევაში, უსაფუძვლოა.

„ჩვენ ჩვენი მეგობრების დამოკიდებულებას ვაფასებთ. მთავარი პარტნიორის, აშშ-ის კონგრესმენთა აზრი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. როცა ისინი არიან შეშფოთებულები, შეშფოთების საფუძვლები რეალურად არსებობს თუ არა, ამის განმარტებები კეთდება ჩვენი მხრიდან. არჩილ თალაკვაძე და კახა კუჭავა იყვენენ აშშ-ში და პირადად მოახსენეს იმ პროცესების შესახებ, რაც საქართველოში მიმდინარეობს. ზოგიერთი კონგრესმენის მხრიდან შეშფოთება, პირადად ჩემთვისაც, შემაშფოთებელია, როცა ხშირ შემთხვევაში, მათი კრიტიკა ჩვენს ქვეყანაში არსებულ მზარდ დემოკრატიასა თუ ეკონომიკურ სვლასთან მიმართებით უსაფუძვლოდ გამოიხატება. ვფიქრობ, რომ სუვერენული ქვეყნის საქმიანობაში ჩარევა ასეთი ინტენსივობით არაა მიზანშეწონილი. მე, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრს, უფლება მაქვს, კონსტიტუციით მონიჭებული, საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებით მივიღო გადაწყვეტილებები",- განაცადა ლურსმანაშვილმა.

რაც შეეხება სამართალწარმოებას, კობა ლურსმანაშვილის განცხადებით, ვერ გაიზიარებს იმ აზრს, თითქოს ქვეყანაში ოპონენტებს ავიწროვებენ.

„წლების განმავლობაში მიმდინარეობს კონკრეტულ ქმედებებზე სამართალწარმოება, რომელთა საბოლოო შედეგიც ახლა დადგა და აქედან გამომდინარე, ეს ვერ იქნება პოლიტიკური ნიშნით გამორჩეული სამართლებრივი ქმედებები მიმართული ოპონენტების წონააღმდეგ. როცა ჩვენი ოპონირების რეჟიმში მყოფი მეგობრები ინფორმაციებს აწვდიან საზღვარგარეთ ჩვენს მეგობართა ჯგუფებს, მათ შორის ევროკავშირს, აშშ-ს კონგრესს თუ სენატის წარმომადგენლებს, სჯობს მათ სიმართლე ისაუბრონ, რადგან ტყუილს მოკლე ფეხები აქვს ისევე, როგორც მათ არაერთხელ მოუწიათ თავიანთ ტყუილებში გახლართვა. პოლიტპატიმრები მოიკითხონ თავიანთი მოღვაწეობის დროს, როცა უშუალოდ პირადად ახორციელებდნენ ტერორს. ვიზიარებ ზოგიერთ შემთხვევაში იმ კრიტიკას, რომელიც მეგობართა ჯგუფის მხრიდან მოდის, თუკი მას საფუძველი გააჩნია, ხოლო ისეთ შემთხვევებს როდესაც საფუძველს მოკლებულოა, ცხადია, ჩვენ და ჩვენი საპარლამენტო წარმომადგენლობა ეცდება, რომ სიმართლე მიიტანონ. მე ვფიქრობ, რომ გიგი უგულავა ვერანაირად ვერ ისარგებლებს პოლიტპატიმრის სტატუსით. აქედან გამომდინარე, ევროპარლამენტარის თუ კონგრესმენის შეხედულება უნდა ჩამოყალიბდეს იმ რეალობიდან, რამდენად შეიძლება აღვიქვამდეთ ჩვენ პოლიტპატიმრად გიგი უგულავას“, - განაცხადა ლურსმანაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა