მამუკა მდინარაძე უგულავას საქმეზე - სასამართლო რეფორმის შედეგია, რომ ეს საქმე შალვა თადუმაძესთან მოხვდა, ეს ელექტრონულად მოხდა

მიუხედავად იმისა, რომ პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოს სხვა გადაწყვეტილება აქვთ მიღებული,შალვა თადუმაძის ფაქტორი ვერაფერს ცვლიდა, ის უშუალოდ არ იყო ბრალმდებელი პროკურორი,- ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე კითხვას რა როლი ითამაშა შალვა თადუმაძის ფაქტორმა გიგი უგულავას საქმეში და დაირღვა თუ არა სამართლიანი სასამართლოს უფლება.

როგორც მან აღნიშნა, ეს საქმე შალვა თადუმაძესთან შემთხვევით მოხვდა, რადგან სასამართლოში საქმეთა განაწილება ელექტრონულად ხდება.

"ეს სასამართლო რეფორმის შედეგია, ის რომ ეს საქმე შალვა თადუმაძესთან მოხვდა, ეს არ იყო არავის გადასაწყვეტი. ეს მოხდა ელექტრონულად. რაც შეეხება მის პროკურორობას, ფაქტია, რომ 2013 წლიდან მოყოლებული მას შემდეგ რაც გიგი უგულავას ბრალი წაუყენეს, პროკურატურას არც ერთი დღით არ შეუცვლია პოზიცია. რა პოზიციაზეც იყო 2013 წელს, იგივე პოზიციაზეა 2020 წელსაც, შესაბამისად, მათ მოიგეს ეს საქმე.

მიუხედავად იმისა, რომ პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოს სხვა გადაწყვეტილება აქვთ მიღებული, შალვა თადუმაძის ფაქტორი ვერაფერს ცვლიდა, ის უშუალოდ არ იყო ბრალმდებელი პროკურორი და ის რომ იყო მთავარი პროკურორი იმ დროს, როცა ეს საქმე პროკურატურის მიერ წარმოებდა, მათ ეს მიიჩნიეს როგორც ჩანს აცილების გამომრიცხავ გარემოებად. ეს მათი გადასააწყვეტია", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს