"ცენტრ პოინტის" მიერ დაზარალებულები სასამართლოსთან საპროტესტო აქციას მართავენ

სამშენებლო კომპანია "ცენტრ პოინტ ჯგუფის" მიერ დაზარალებულები სააპელაციო სასამართლოსთან საპროტესტო აქციას მართავენ. სასამართლოში 14:00 საათისთვის „ცენტრ პოინტის" საქმეზე მსჯავრდებულ მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის სასამართლო პროცესია ჩანიშნული.

დაზარალებულ მარიამ ჩიმაკაძის განცხადებით, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, "ცენტრ პოინტის" საქმეზე მსჯავდებულები პატიმრობაში უნდა დარჩნენ.

"ცენტრ პოინტის" პრობლემა ამ ქვეყანაში 15 წელია უკვე დგას და არის ყველაზე მასშტაბური დანაშაული რაც კი ოდესმე მომხდარა საქართველოს უახლეს ისტორიაში მშენებლობის დარგში. ჩვენ ვითხოვთ, რომ არ მოხდეს დამნაშავეების ციხიდან გამოშვება, იქამდე ვიდრე არ დაიწყება ჩვენი დაკმაყოფილება, ანუ ვიდრე კონკრეტულად არ დაიწყება მშენებლობები და არ გაფორმდება ჩვენთან ინდივიდუალური ხელშეკრულებები", - განაცხადა დაზარალებულმა მარიამ ჩიმაკაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლებს მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. საგამოძიებო უწყება დებს 11 მილიონ ლარზე მეტის მითვისებას ედავება.

რაც შეეხება გუკა რჩეულიშვილს, მას ბრალდების მხარე დიდი ოდენობით თანხის მითვისებას ედავება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო