დავით ბაქრაძე - თუ ზურაბიშვილს სურს დიალოგის ხელშეწყობა, ამისთვის მას კონკრეტული ინსტრუმენტი გააჩნია, ესაა უსამართლოდ დაპატიმრებული გიგი უგულავას შეწყალება

თუ ქალბატონ ზურაბიშვილს სურს დიალოგის ხელშეწყობა, ამისთვის მას კონკრეტული ინსტრუმენტი გააჩნია, ესაა უსამართლოდ დაპატიმრებული გიგი უგულავას შეწყალება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

როგორც დავით ბაქრაძე აცხადებს, პოლიტიკური დიალოგის და კომპრომისების გზა „ქართულმა ოცნებამ“ გიგი უგულავას დაპატიმრებით მოკლა.

„ამიტომ თუ ქალბატონ ზურაბიშვილს სურს დიალოგის ხელშეწყობა, მას ამისთვის გააჩნია კონკრეტული ინსტრუმენტი. ეს არის უსამართლოდ, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული გიგი უგულავას შეწყალება, რითაც ის თავიდან აგვაცილებს იმ უმძიმეს დარტყმას, რომელიც ხელისუფლებამ მიაყენა საქართველოს ინტერესებსაც და დიალოგის პროცესსაც. თუ ის ამას არ აკეთებს და ამისთვის მზად არ არის, მაშინ, თავი დაანებოს პოლიტიკურ კეკლუცობას, ფარისევლობას და მოწოდებებს. ან ჩაერთოს სრულფასოვნად პროცესში როგორც პრეზიდენტი და გამოიყენოს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტები პროცესის ხელშესაწყობად ან დაანებოს თავი კეკლუცობას და ბოლომდე მიხედოს ანტიკვარულ ირანულ მამლებს,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ ოპონენტებს შორის დიალოგის გაგრძელების თაობაზე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატების განცხადებებს ეხმაურება.

"სალომე ზურაბიშვილი დაუკავშირდება დიალოგის ფასილიტატორ ელჩებს, რათა მათთან ერთად განიხილოს, რა შეიძლება იყოს პრეზიდენტის ჩართულობა ამ დიალოგის განახლებისათვის", - პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ავთანდილ  წულაძე - აშშ და ჩინეთი რუსეთის გარეშე ბიპოლარული სისტემის ჩამოყალიბების პროცესში არიან, რუსეთი პოლუსი კარგა ხანია აღარ არის, იგი მხოლოდ პროჩინურ ბანაკშია
ქართული პრესის მიმოხილვა 30.10.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის ნებართვა მიიღო
სილქ როუდ ჯგუფმა წარმატებით დაასრულა 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების განთავსება
"ყველაფერი UG ქონების შესახებ" - საქართველოს უნივერსიტეტის ქონების შეძენასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი საჯაროა
შუა დერეფნის პერსპექტივები გლობალური კონფრონტაციისა და არასტაბილურობის პირობებში
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქნელებმა წარუდგინეს